მთავარი » ეკონომიკა » "ვენის სადაზღვევო ჯგუფს" უმაღლესი რეიტინგი (A+) კვლავ ენიჭება (S&P) და ევროპის წამყვან კომპანიად სახელდება
"ვენის სადაზღვევო ჯგუფს" უმაღლესი რეიტინგი (A+) კვლავ ენიჭება (S&P) და ევროპის წამყვან კომპანიად სახელდება
15:47 | 18 აგვისტო, 2017

"ვენის სადაზღვევო ჯგუფს" უმაღლესი რეიტინგი (A+) კვლავ ენიჭება (S&P) და ევროპის წამყვან კომპანიად სახელდება

ვენის სადაზღვეო ჯგუფი კვლავ ინარჩუნებს საუკეთესო რეიტინგის მქონე კომპანიის სახელს ავსტრიის სავაჭრო მაჩვენებლის მიხედვით -  საერთაშორისო რეიტინგების სააგენტომ, S&P (Standard & Poor's)-მა, 2017 წლის 17 აგვისტოს ვენის სადაზღვევო ჯგუფი (Vienna Insurance Group - VIG) შეაფასა A+ რეიტინგით მისი მიღწევების, სტაბილურად მზარდი შემოსავლებისა და მყარი კაპიტალიზაციისთვის. S&P-მ "ვენის სადაზღვევო ჯგუფი" (VIG) დაასახელა წამყვან კომპანიად ავსტრიაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას GPI ავრცელებს.

ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით , ჯგუფს უმაღლესი რეიტინგი - "AAA" აქვს მინიჭებული. S&P-ის რისკების შეფასების მოდელით "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" კაპიტალიზაცია, კონსერვატიული საინვესტიციო და გადაზღვევის პოლიტიკა უაღრესად მდგრადს ხდის კომპანიას რაიმე სახის ცვალებადობების მიმართ. ასევე აღსანიშნავია ბანკაშურანს პროექტები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და მულტიბრენდული სტრატეგია, როგორც ჯგუფის წარმატებისა და მდგრადობის საფუძველი.

ჯი პი აი ჰოლდინგი ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი 2006 წელს გახდა, რაც კომპანიისთვის მნიშვნელოვანი წინსვლა იყო, როგორც ფინანსური სტაბილურობის, ასევე საერთაშორისო და მაღალი რეიტინგის მქონე კომპანიის გამოცდილების გაზიარების კუთხით. ვენის სადაზღვევო ჯგუფს ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს  და ავსტრიისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც 25 ქვეყნის 50 კომპანიას აერთიანებს, 24 000 თანამშრომლით. დღეს "ვენის სადაზღვევო ჯგუფი" ერთადერთი ამ დონისა და რეიტინგის საერთაშორისო ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე.