უკრაინული FRONT NEWS INTERNATIONAL "ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის ინტერვიუს აქვეყნებს

უკრაინული FRONT NEWS INTERNATIONAL "ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის ინტერვიუს აქვეყნებს

უკრაინული გამოცემა, FRONT NEWS INTERNATIONAL "ახალი საქართველოს" ლიდერისა და "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუში, საუბარია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების -  აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული პრობლემების საკუთარ ხედვაზე.

"პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანა  გაერთიანდეს ერთი სტრატეგიის გარშემო. ასევე, მნიშვნელოვანია, საქართველო გაუერთიანდეს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა და მოლდოვა. ეს ქვეყნები, განიცდიან  ოკუპაციას რუსეთის მხრიდან. საჭიროა შეიქმნას საერთო დეოკუპაციის სტრატეგია და შემუშვდეს პრობლემის მშვიდობიანი გზით  მოგვარების გეგმა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, გაერთიანებას დაეხმარება გამარჯვებაში. იმ შემთხვევაში თუ ეს ქვეყნები, პირისპირ აღმოჩნდებიან რუსეთთან, დამარცხება გარდაუვალია. შესაბამისად, რუსეთთან პირისპირ დიალოგით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ვერ შეძლებენ  ოკუპაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას.

რუსთაველზე, "სოლიდარობის აქციის" დროს დაკავებულები, დღეს მთავარ პროკურატურასთან იმყოფებოდნენ

რუსთაველზე, "სოლიდარობის აქციის" დროს დაკავებულები, დღეს მთავარ პროკურატურასთან იმყოფებოდნენ

17 ივნისი, 2018

11 ივნისს, ერთ-ერთმა დაკავებულმა, გიორგი ხაბურზანიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: "მივმართავ შსს-ს გენერალურ ინსპექციას, პროკურატურას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ყველა უფლებამოსილ...