ანზორ ერქომაიშვილი: მე მივდივარ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე

ანზორ ერქომაიშვილი: მე მივდივარ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 7 ქვეყნის ფოლკლორს გააერთიანებს. კონცერტები სტარტს 31 აგვისტოს ბათუმში აიღებს, 1 სექტემბერს ურეკში გაგრძელდება და 2 სექტემბერს "ბლექ სი არენაზე" გალა კონცერტით დასრულდება.

მაყურებლის წინაშე იტალიის, ესპანეთის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან. წელს ფესტივალს სპეციალური სტუმრის სტატუსით ესპანეთის ერთ-ერთი პოპულარული ფლამენკოს მოცეკვავე ჯგუფი La Moneta&Flamenco ეწვევა, რომელიც 2 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებაში, Black Sea Arena-ზე 35-წუთიანი პროგრამით მიიღებს მონაწილეობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სახელმწიფო ანსამბლები "რუსთავი" და "ბასიანი" წარადგენენ.

ფესტივალს მხარდაჭერას უცხადებს ფოლკლორის საერთაშორისო ცენტრისა და ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის "რუსთავი" ხელმძღვანელი  ანზორ ერქომაიშვილი, რომელიც სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, სადაც ფესტივალის მნიშვნელობასა და ქვეყნის პოპულარიზაციის ხელშეწყობაზე საუბრობს:

"წელს მეორედ ტარდება შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი. შარშან გახლდით ამ ფესტივალზე, რომელიც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ჩაატარა და გულწრფელად გითხრათ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ადრე ჩვენ დავდიოდით უცხოეთში ფესტივალებზე. როგორც "რუსთავის" წარმომადგენელს, რამდენჯერ მიგვიღია მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნების დიდ სცენაზე.

ახლა საშუალება მოგვეცა, რომ ჩვენ თვითონ მოვიწვიოთ უცხოელები, უცხოური ანსამბლები, რომლებიც გაეცნობიან ჩვენს ქვეყანას, ჩვენს კულტურას და მონაწილეობას მიიღებენ იმ არაჩვეულებრივ ფესტივალში, რომელსაც ეწოდება შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი. ვფიქრობ, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ, ეს არის ქვეყნის პოპულარიზაცია, სიმღერების პოპულარიზაცია, ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია და საერთოდ, ქართული კულტურის პოპულარიზაცია. ვფიქრობ, რომ თუ ეს ფესტივალი ტრადიცულ სახეს მიიღებს, ძალიან დიდი სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. მე მივდივარ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე!", - აღნიშნავს ანზორ ერქომაიშვილმა.

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდება. ღონისძიება Black Sea Arena-ს, კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, Check in Georgia- ფარგლებში გაიმართება.

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

18 აგვისტო, 2018

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...