კორპორაციამ სტეფანწმინდაში, მდინარე ყუროს ხევზე, გაზსადენის საჰაერო ვანტური ტიპის გადასასვლელი ააშენა

კორპორაციამ სტეფანწმინდაში, მდინარე ყუროს ხევზე, გაზსადენის საჰაერო ვანტური ტიპის გადასასვლელი ააშენა

სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" "ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის" მაგისტრალური გაზსადენის მდინარე ყუროს ხევის მონაკვეთზე საჰაერო გადასასვლელის  მშენებლობა დაასრულა.

1200მმ დიამეტრის  გაზსადენის  მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანია შპს "ელიტაბურჯმა" განახორციელა.

"ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის" 1200მმ დიამეტრის მაგისტრალური გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთი მდინარის კალაპოტში მიწისქვეშ გადიოდა, რაც ამ მდინარესთან დაკავშირებული უკიდურესად რთული ჰიდროლოგიური და გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, მილსადენის უსაფრთხო ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნიდა. ახალი გადასასვლის ექსპლუატაციაში მიღებით ამაღლდება გაზსადენის უსაფრთხოება და გაზმომარაგების სისტემა დაცული იქნება სტიქიური მოვლენებისაგან.

მშენებლობის  ღირებულება 1 421 574 ლარია (მილებისა და სხვა ძირითადი სამშენებლო მასალების ღირებულების გარეშე).

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემას იტალიური კომპანია "ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს

18 აგვისტო, 2018

კურორტ გუდაურში იტალიური კომპანია ტექნო ალპინი ხელოვნური გათოვლიანების უახლეს სოსტემას დაამონტაჟებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ხელშეკრულებას ხელი კომპანიასა და მთის კურორტების...