"ნატახტარმა" და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარადგინეს

"ნატახტარმა" და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარადგინეს

"ჯეპრას" კომპეტენციის ცენტრში ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართა.

კომპანია "ნატახტარმა" და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" დაინტერესებულ მხარეებს ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარუდგინეს. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ  სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია.

პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისგან შედგება, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციართა დამხმარე ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ერთობლივი მუშაობის შედეგებზე, შემუშავებულ რეკომენდაციების პაკეტებზე, იმისთვის რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეძლონ ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერა და გაძლიერება.

“ჩვენ განვიხილეთ ადვოკატობის კამპანიის ფარგლებში შემუშვებული პროგრამის ერთ-ერთ ნაწილს, რომელიც ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ეს არის ერთგვარი დოკუმენტი - გზამკვლევი, რომლითაც ჩვენ საშუალებას მივცემთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, ადგილობრივ მართველობას, რათა მოახდინონ  მათ ხელთ არსებული რესურსების მობილიზება  ზრუნვის სისტემიდან ანუ 18 წელს მიღწეული ახალგზარდების მხარდასაჭერად. ეს არის პროექტი, რომელიც ერთი თვის წინ დავიწყეთ არასამთავრობო ორგანიზაცია "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" ერთად, ფინანსურ მხარდაჭერას, ამ შემთხვევაში, კომპანია "ნატახტარი" გაუწევს", - განმარტა კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

"ჩვენ ფონდ ნატახტართან ერთად შევიმუშავეთ, ადვოკატობის კამპანიის ფარგლებში, პროგრამა მუნიციპალიტეტებისთვის, რაც არის სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა დაეხმარონ ისინი ზრუნვის სისტემიდან გასულ ახალგაზრდებს, სადაც შედის მაგალითად საცხოვრებითი უზრუნველყოფის კომპონენტი, ასევე კომუნალურების გადახდის კომპონენტი, ასევე მხარდაჭერა თუ ახალგაზრდა არის სტუდენტი და სწავლობს და მას ელემენტარული ხარჯი სჭირდება გზის ფულისთვის და შესაბამისი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის, ასევე შეღავათიანი ტრანსპორტიტება მუნიციპალიტეტებში", - აღნიშნავს "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის" წარმომადგენელი ქეთევან კალანდაძე.

"ზოგადად ძალიან კარგი პროგრამაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ დახვეწას საჭიროებს. პრობლემების უკეთ გამოკვეთის მიზნით, გამომდინარე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას კოალიციასთან, რომ ეს პროგრამა  უფრო მოქნილი იყოს, საჭიროებებზე მორგებული და რეალურად იმ ახალგაზრდებისთვის დახმარება იყოს, რომლებსაც ეს სჭირდებათ", - მიაჩნია ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს ნინო ოდიშარიას.

დასასრულს, მხარეებმა  სახელმწიფო და კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება. კომპანია "ნატახტარი" მზად არის მისი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მხარი დაუჭიროს აღნიშნული პროგრამის გავრცელებას რეგიონებში. სახელმწიფო სტურეტურების წარმომადგნელბი  მიესალმებიან აღნიშნულ ინიციატივას და  მზად არიან რეკომენდაცია გაუწიონ ადგილობრივ თვითმმართველობებს პროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებით

მრგვალ მაგიდაში ასევე მონაწილეობდნენ კოალიციის საბჭოს წევრები, "ფონდი ნატახტარის", "ასოციაცია ჩვენი სახლი - საქართველოს", კომპანია "ნატახტარის", ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში კომპანია "ნატახტარსა" და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის  მიზანს ზრუნვის სისტემიდან გასული ახლგაზრდების მხარდაჭერა წარმოადგენდა. ადვოკატობის კამპანია ითვალისწინებდა ცენტრალური და ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობას და მომზადებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფას. კამპანიის ფარგლებში მოეწყო რამდენიმე სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან.

ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

38 წუთის წინ

მიმდინარე წლის 21 სექტემბრის დილის 11:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ქალაქ ხონში კერძოდ, აღმაშენებელს, გურამიშვილს, კაკაბაძეს, ხობუას, ტიციან ტაბიძეს, ჭანტურიას, ახალშენს, დედალაურსა და პატარა კუხს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...