მობილური ექსტენცია გურიის რეგიონში

მობილური ექსტენცია გურიის რეგიონში

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მასშტაბური პროექტის "მობილური ექსტენცია" ფარგლებში, სპეციალისტებმა გურიის რეგიონში სათბურები, ფერმერული მეურნეობები, ბაღები დაათვალიერეს და ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის და დაავდებებთან ბრძოლის მეთოდებზე, ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების, მეცხოველეობის დარგის განვითარებასა და ვეტერინარიის საკითხებზე, ასევე, თხილის მავნებელ დაავადებებზე და მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ადგილობრივებს ინფორმაცია მიაწოდეს.

პროექტი "მობილური ექსტენცია" უკვე 2 წელია რაც აქტიურად მიმდინარეობს და მასში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტების გარდა სოფლის მეურნეობის რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები არიან ჩართული.

2017 წლის პირველ ნახევარში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა საკონსულტაციო მომსახურება  მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებისა და მესტიისა და სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობას ადგილზე გაუწიეს.

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

გარემოს დაცვის ექსპერტის თქმით, ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მშენებლობის მტვერია

13 საათის წინ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჰაერის დაბინძურების თემაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა. შუალედური შედეგები უკვე ცნობილია. „ეკოხედვის“ ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების...