"პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო" საკანონდებლო ინიციატივას მოამზადებს

"პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო" საკანონდებლო ინიციატივას მოამზადებს

"პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო" საპენსიო ასაკის გათანაბრებასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში საკანონდებლო ინიციატივას მოამზადებენ. დღეს გამართულ ბრიფინგზე, პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ საპენსიო ასაკი, ორივე შემთხვევაში, უნდა იყოს 60 წელი.

"მიმაჩნია, რომ განსხვავება ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკთან დაკავშირებით, არის სრულიად დისკრიმინაციული მიდგომა. ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ პროცედურას და მოვითხოვთ ასაკის გათანაბრებას. მიმაჩნია, რომ ეს ასაკი უნდა იყოს 60 წელი. ამისთვის, პირველ რიგში, ჩვენ შევაგროვებთ 30 000 ხელმოწერას. შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანთ სარჩელს. ეს არ არის საარჩვენო კამპანიის ნაწილი. ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენ ამ საქმეს მივიყვათ ბოლომდე. განვითარებულ ქვეყნებში, ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი არის გათანაბრებული. ის ნორმა,  რომელიც დღეს ჩვენს კანონშია, არის დისკრიმინაცული", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინივიატივა, საპენსიო ასაკის გათანაბრებასთან დაკავშირებით "ახალი საქართველოს" ქალთა ორგანიზაციას ეკუთვნის. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თეონა ჭალიძის თქმით,   ისინი იმუშავებენ პრობემატრ საკიტხებზე, რომელიც არა მხოლოდ ქალებს, არამედ მამაკაცებსაც ეხებათ.

"ის საკანონდებლო ნორმა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის დისკრიმინაციული როგორც კაცებისთვის, ასევე ქალებისთივს. მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩაოვაყალიბეთ ქალთა ორგანიზაცია, ვმუშობთ არაერთ პრობლემურ საკითხზე. ქალთა ორგანიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ ქალებისთვის პრობლემატური თემებზე მუშაობას. ეს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს არის დისკრიმინალიუცი. ჩვენ ვითხოვთ, რეალურ თანასწორობას. ორივე შემთხვევასი, საპენსიო ასაკი უნდა იყოს 60 წელი და ამისტვის ჩვენ გადავდგავთ ქმედით ნაბიჯებს. ხელმოწერებს შევაგროვებთ მთელი საქართველოს მასშტაბით", - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

"ახალი საქართველოს" ქალთა ორგანიზაციის ინიციატივაზე, სასამართოში წარსადგენ  საკონსტიტუციო სარჩელს  იურისტი მარიკა არევაძე მოამზადებს.

RBC: Booking.com-მა ყირიმში, ტურისტებისთვის სასტუმროს დაჯავშნის ფუნქცია გააუქმა

RBC: Booking.com-მა ყირიმში, ტურისტებისთვის სასტუმროს დაჯავშნის ფუნქცია გააუქმა

17 ივლისი, 2018

როგორც RBC წერს, კომპანია Booking.com-მა დაადასტურა, რომ ყირიმში არსებული სასტუმროების დაჯავშნის სისტემა შეცვალა. Booking-ში აცხადებენ, რომ ახლა მომხმარებლებს, რომლებსაც ყირიმში სასტუმროს ნომრის დაჯავშნა სურთ, ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათი...