ბეგლარ სიორიძე: ეს გახლავთ დღე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა გვახსოვდეს

ბეგლარ სიორიძე: ეს გახლავთ დღე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა გვახსოვდეს

ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ ვიცე-მერთან ალეკო ბურჭულაძესთან ერთად და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული გმირების თამაზ ნიკიტინის საფლავი და ზაურ თენიეშვილის სახელობის სკვერი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

დღესვე ქალაქის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა გვირგვინებით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი და საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი. 

"დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა, დავკარგეთ ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ვაჟკაცები, თუმცა შევიძინეთ გმირები, რომელთა სახელებს ისტორია არასდროს დაივიწყებს. ეს გახლავთ დღე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა გვახსოვდეს. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ყოველ 8 აგვისტოს, შესაძლებლობების ფარგლებში, ეხმარება დაღუპული მეომრების ოჯახებს, ეს უკვე ტრადიციად იქცა და შესაბამისად, ჩვენი თანადგომა გმირების ოჯახების წინაშე წელსაც გამოვხატეთ", - განაცხადა ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გმირულად დაღუპულთა ოჯახებს 300-300 ლარი გადასცა, მათ ქალაქის მერიისგან, ასევე, ფასიანი საჩუქრები მიიღეს.

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

21 ივნისი, 2018

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სოციალური პროექტი დაიწყო - "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი", რომელიც გასული წლის "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშწყობის პროგრამის"...