ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე ოთხწლიანი მუშაობა შეაჯამა

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე ოთხწლიანი მუშაობა შეაჯამა

ქუთაისის მერმა  შოთა მურღულიამ ჟურნალისტებთან  პრესკონფერენციაზე ოთხწლიანი მუშაობა შეაჯამა. ქუთაისის მერმა ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე რომელიც მისი მერობის პერიოდში განხორციელდა და ხორციელდება დღემდე. მან ასევე აღნიშნა, რომ არის პროექტები, რომელიც მრავალ წელზეა გათვლილი.

ასევე მისი მერობის პერიოდს უკავშირდება ქალაქის განვითარების 7 პუნქტიანი სტრატეგიის შექმნა. ის ყურადღებას ამახვილებს ასევე პოლიტიკურ სტაბილურობაზე. რომელიც ქალაქში არ არსებობდა. ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე 24 საათიანი წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრაზე. შოთა მურღულიამ ასევე, მერიაში საუკეთესო მენეჯმენტის არსებობაზე გაამახვილა ყურადღება. ქუთაისის მერია პირველი მუნიციპალიტეტია, რომელსაც iso სერტიფიკატი მიენიჭა. მან ისაუბრა სოციალური საცხოვრისის მშენებლობაზე, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი პროექტია. სოციალურ საცხოვრისში 48 უსახლკარო ოჯახს შეასახლებენ.

"მე რომ ჩამოვედი, ქუთაისის მერობა აგდებულად მოსახსენიებელი 2 კვირიანი პოზიცია იყო. ახლა არის ერთ -ერთი მყარი, სტაბილური და გაწონასწორებული პოზიცია. ყველაზე მეტი თანხა მოვიზიდეთ ჩემი მერობის პერიოდში. წყალმომარაგების კუთხით იქნება ეს თუ ა.შ. ამ პერიოდში გადაწყდა ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობა და ადგილის მოძიებაში მცირე წვლილი მეც მაქვს. ასევე იმაშიც, რომ ქუთაისს საუნივერსიტეტო სტატუსი მიენიჭოს. წლის ბოლოდან დაიწყება 300 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი, რაც ქალაქში წყალარინების სისტემას მოაწესრიგებს.

260 ქუჩა გაკეთდა კაპიტალურად, ზოგი დიდი და ზოგი მცირე ზომის ქუჩა. მოწესრიგდა ქუთაისის შემოსასვლელები. აღვადგინეთ ქუთაისის ძველი შემოსასვლელი საფიჩხიის მხრიდან. შეუძლებელი იყო იქ მანქანით გავლა. მოხდა ნიკეას ქუჩის სრული რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს ხდება ლესელიძის ქუჩის შეკეთება. პრობლემად რჩება ცენტრალური გზების შეკეთება. ვცდილობთ ცენტრალური გზები ორმოულად შევაკეთოთ, რადგან მათი გადაჭრა აუცილებლად მოხდება კანალიზაციის ახალი ქსელის გაყვანის გამო. საბჭოთა პერიოდის შემდეგ ქუთაისში ახალი საბავშვო ბაღი არ აშენებულა.

ჩვენ ორი ახალი ბაღი ავაშენეთ და რამდენიმეს მიშენება გაუკეთდა. 4 ახალი სკვერი მოვაწყვეთ და გავარემონტეთ ბოტანიკური ბაღი. დავიწყეთ ხარაზოვის ბაღის რეაბილიტაცია. მიმდინარეობს ქალაქში გარე განათების სისტემის სრული რეაბილიტაცია და გამოცვლა. გაამართლა ქალაქში მოწყობილმა უსაფრთხოების კუნძულებმა. "აღნიშნა შოთა მურღულიამ.

ქუთაისის მერმა ასევე ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საყოველთაო პრემირების სისტემა შეცვალა." შოთა მურღულია ასევე გეგმავს მოსახლეობასთან შეხვედრებს და გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშის ჩაბარებას. როგორც წინა წელს, წელსაც იგეგმება 2016 წლის ანგარიშის გამოქვეყნება გაზეთში და მოსახლეობისთვის მიწოდება.

შოთა მურღულია 2013 წლის ნოემბერში ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 2014 წლის ივნისის არჩევნებში მერად აირჩიეს. მანამდე, ის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

15 საათის წინ

2019 წლის 2 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. საპორტო ქალაქი გდანსკი იქნება რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და...