30-მილიონიანი ინვესტიცია - RMG თეთრიწყაროში ახალ პროექტს იწყებს

30-მილიონიანი ინვესტიცია - RMG თეთრიწყაროში ახალ პროექტს იწყებს

კომპანია RMG-მ სასტუმრო „Holiday Inn“-ში ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტი თეთრწყაროში განხორციელდება და ბოლნისისა და დმანისის შემდეგ, თეთრიწყარო იქნება მესამე რაიონი, სადაც კომპანია 500-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

პროექტის ფარგლებში, 2018-2022 წლებში, 30 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. დღევანდელ პრეზენტაციაზე, პროექტის ავტორებმა დამსწრე საზოგადოებას აღნიშნულ ტერიტორიაზე, 2013 წლიდან დღემდე გაწეული მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობისა და ჩატარებული კვლევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო გეგმები გააცნო. აღსანიშნავია, რომ ყველა საჭირო და შესაბამისი ლიცენზიისა თუ ნებართვის მოპოვების შემდეგ, სხვადასხვა ექსპერტთა ჯგუფებმა უკვე საფუძვლიანად შეისწავლეს თეთრიწყაროს რაიონში სამუშაოების განხორციელების მიზნით შერჩეული ტერიტორიის ისტორია და პროექტის განხორცილებისათვის საჭირო სხვა საკითხები. აღნიშნულ ადგილებში, მადანგამოვლენითი და გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოები ჯერ კიდევ XX საუკუნის, 50-იანი წლებიდან -90-იან წლებამდე მიმდინარეობდა.

RMG-ს აღნიშნული პროექტის პრიორიტეტად, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, შემუშავებული აქვს პროექტის ფარგლებში საჭირო გარემოსდაცვითი ღონისძიებები. ასევე, პროექტის განახორციელოების პერიოდში, იგეგმება გარშემო მდებარე ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსისა და ხულუტის ციხის შესაბამისი კვლევითი სამუშაოების ჩატარება და მონიტორინგის წარმოება.

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

კამპანია "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" რეგიონებშიც დაიწო

15 საათის წინ

კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით,  სტარტი თბილისში, 17 სექტემბერს აიღო კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ...