წინანდლის ფეტივალი - თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი შვეიცარიაში მოეწერა

წინანდლის ფეტივალი - თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი შვეიცარიაში მოეწერა

შვეიცარიის ქალაქ ვერბიეში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ააიპ წინანდლის ფესტივალს და ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებლებს, მარტინ ენგსტრომს და ავი შოშანის, შორის წინანდლის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის და მუსიკალური აკადემიის დაარსების შესახებ.  ვერბიე ცნობილია, როგორც კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალის სამშობლო ევროპაში https://www.verbierfestival.com/en/), რომლის ანალოგიც წინანდალში 2019 წლიდან მოეწყობა.

ხელმოწერა შედგა ვერბიეს ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ადგილას, შალე ადრიენში http://chalet-adrien.ch/en/.

გიორგი რამიშვილი: ბედნიერი ვარ, რომ საფუძველი ჩაეყარა წინანდლის ფესტივალს, რომელიც გააგრძელებს წინანდლის ისტორიას, ევროპული და ქართული კულტურის დაახლოების ისტორიას. ეს არა მხოლოდ მუსიკალური, არამედ საგანმანათლებლო ინიციატივაა. დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, პირადად პრემიერ მინისტრს, მისი მხარდაჭერის გარეშე ამ წამოწყების ხორცშესხმა შეუძლებელი იქნებოდა.

ფესტივალი ყოველწლიურად აგვისტო-სექტემბერში  ჩატარდება და საერთაშორისო მნიშვნელობის მუსიკის ფორუმად მოგვევლინება.

გიორგი რამიშვილი - სოლქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი; დავით საყვარელიძე - წინანდლის ფესტივალი დირექტორი; ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი - მარტინ ენგსტრომი; ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი - ავი შოშანი.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

11 საათის წინ

2019 წლის 2 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. საპორტო ქალაქი გდანსკი იქნება რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და...