მარდი პლაზა განახლებული სერვისით და პირობებით

მარდი პლაზა განახლებული სერვისით და პირობებით

სეზონისა და ამინდის მიუხედავად ბათუმში ყველაზე ხალხმრავალ ადგილად ბათუმი პლაზა რჩება. წლების განმავლობაში პლაზა ბათუმის ცენტრალურ შენობად, შეიძლება ითქვას ათვლის წერტილადაც იქცა. პლაზა უნიკალური კომბინაციაა, როგორც საცალო ვაჭრობის, ასევე საცხოვრებელი და საოფისე ფართების, აქ ფუნქციონირებს: სასტუმრო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბი, ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზი და ფიტნეს ცენტრი. რამდენიმე თვის წინ პლაზას მენეჯმენტი საკუთარ თავზე სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანიამ - მარდი ჰოლდინგმა აიღო.

ახალმა მენეჯმენტმა მიზნად დაისახა პლაზა უსაფრთხო, მოწესრიგებული და მომხმარებლისთვის კომფორტული სავაჭრო და დასასვენებელი ცენტრი გამხდარიყო, რისთვისაც მოახდინა რენოვაცია როგორც შენობისა, ასევე სერვისების: გამწვანდა შიდა და გარე პერიმეტრი, ამუშავდა ყველა ლიფტი და ესკალატორი, გაიმართა სველი წერტილები და შიდა ინფრასტრუქტურა, პლაზას წინა მხარეს მოწესრიგდა გარე ვაჭრობა, უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით დამონტაჟდა ვიდეო სათვალთვალო კამერები, მოწვეულ იქნა  კვალიფიციური დაცვის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ობიექტისა და აქ არსებული ყველა სავაჭრო პუნქტის უსაფრთხოებას.

მარდი ჰოლდინგის მენეჯმენტი მაქსიმალურად შეეცადა ფასები მომხმარებელთათვის მისაღები გაეხადა, ამიტომაც სერვისებზე ხელსაყრელი ფასები დააწესა, მაგალითად ოლიმპიური აუზის ტურისტული აბონემენტის ფარგლებში ერთი ვიზიტის საფასური მხოლოდ 10 ლარია (ღირებულებაში შედის ფიტნესი, საუნა, ჯაკუზი.)

ოლიმპიური სტანდარტის აუზი იმით არის განსაკუთერბული, რომ მას მოძრავი სახურავი აქვს, რომელიც ამინდის შესაბამისად იღება და იხურება. ცურვის დროს სტუმრებს შეუძლიათ ღია ცას უცქირონ, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია.

სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბი თავის წევრებს სთავაზობს მომსახურების დიდ სპექტრს, თანამედროვე სპორტულ დარბაზს, აკვა აერობიკას, საუნასა და ჯაკუზს (დამატებითი სერვისები: მასაჟი, ფიტნეს ინსტრუქტორი, ცურვის ინდ. გაკვეთილები). ნებისმიერ სტუმარს შეუძლია მიიღოს მზის აბაზანა მარდი პლაზას  ვერანდაზე, ბათუმის ულამაზესი ხედების ფონზე.

მარდი პლაზაში მოქმედებს ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც საუკეთესო სერვისს მისაწვდომ ფასად სთავაზობს ადგილობრივებსა თუ ვიზიტორებს. სპეციალური შემოთავაზებისას ორადგილიანი ნომრის დაჯავშნა 100 ლარადაც არის შესაძლებელი.

მარდი პლაზა თავისი მომხმარებელთა რაოდენობიდან გამომდინარე მიმზიდველი ადგილია რეკლამირებისათვის, აქ დღის განმავლობაში რამოდენიმე ათასი ადამიანი გადაადგილება სხვადასხვა მიზნით და შენობაში არსებული სარეკლამო ადგილები ორგანულად ერწყმის შიდა ინტერიერს რაც ერთის მხრივ მომხმარებელს არ აღიზიანებს ხოლო მეორეს მხრივ კომპანიებს აძლევს საშუალებას თავის პოტენციურ კლიენტს მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი კომპანიის შესახებ.

მარდი პლაზა კიდევ ბევრ სიახლეს ჰპირდება მომხმარებლებს, მათ შორის პარკინგის დამატებითი ადგილების მოწყობას. მარდი პლაზა მომხმარებლთა კომფორტზეა ორიენტირებული.

თემები: