მთავარი » ეკონომიკა » 111-მდე ფრენა კვირაში, 38 მიმართულებით - აჭარაში რეკორდული მაჩვენებელია
111-მდე ფრენა კვირაში, 38 მიმართულებით - აჭარაში რეკორდული მაჩვენებელია
10:17 | 3 აგვისტო, 2017

111-მდე ფრენა კვირაში, 38 მიმართულებით - აჭარაში რეკორდული მაჩვენებელია

დღეს არსებული მონაცემების მიხედვით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 111-მდე ფრენა ხორციელდება 38 მიმართულებით. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე "აიპრესთან ინტერვიუში აცხადებს, ეს რეკორდული მაჩვენებელია აჭარისთვის.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, დღეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყოველ კვირის განმავლობაში 111-მდე რეისი ხორციელდება 38 მიმართულებით. ეს არის ჩვენთვის ძალიან კარგი მაჩვენებელი, ასეთი მაჩვენებელი არასდროს ყოფილა და ვფიქრობ, ეს არის ზუსტად იმ საკადრო პოლიტიკის, სწორი პრიორიტეტების, სტრატეგიის დასახვის დამსახურება, რომელიც ჩვენს რეგიონში ხორციელდება.

თუმცა, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სერვისების გაუმჯობესება, აუცილებლად უნდა მივყვეთ ფერხულში დროს, გამოწვევებს, ვინაიდან დინამიკა მზარდია. ახალი პროექტები ხორციელდება, ძალიან ბევრი ობიექტი შემიძლია ჩამოვთვალო, რომელიც შენდება, სადაც ჩვენ გვჭირდება კარგი მენეჯმენტი.

ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა რეგიონში გაზრდილია. ამას ემეტება სოფლად ტურიზმის მაჩვენებლების თითქმის 100 %-იანი ზრდა და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავაც აქტიურად გრძელდება." - განაცხადა ზურაბ პატარაძემ "აიპრესთან".