მთავარი » ეკონომიკა » სამშენებლო ბაზარზე ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პროდუქტი მოთხოვნადი ხდება
სამშენებლო ბაზარზე ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პროდუქტი მოთხოვნადი ხდება
10:44 | 2 აგვისტო, 2017

სამშენებლო ბაზარზე ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პროდუქტი მოთხოვნადი ხდება

"2030 წლიდან ენერგომატარებლებზე მოთხოვნა 53% გაიზრდება, ხოლო ნახშირორჟანგის ემისიები 55 %ით მოიმატებს, გამოსავალი ენერგოეფექტურობაა"

ექსპერტები და სპეციალისტები  ენერგოეფექტურობის აუცილებლობაზე საუბრობენ და უნიკალურსა და დროულს უწოდებენ ნანო ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქტებს და მისი გამოყენების მნიშვნელობაზე მიანიშნებენ. ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე მიანიშნებენ ბუნების დამცველებიც და აცხადებენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ქართულ ბაზარზე შემოდის ახალი კომპანია, რომელიც აწარმოებს ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალას ნანო ტექნოლოგიის გამოყენებით. რაც ასევე  ხელს შეუწყობს გარემოს დაცვითი პრინციპების დაცვასა და  მწვანე ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში.

ამ ფონზე, ბუნებრივი აირის ტარიფის გაზრდაზე გადაწყვეტილება ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უკვე მიიღო. საქართველოში გაზი ყველა მომხმარებლისთვის გაძვირდა, კერძოდ, 20 ივლისიდან თბილისის აბონენტებისთვის გაზის ტარიფი ნახევარ თეთრზე მეტით, ხოლო რეგიონებში 2-დან 5 თეთრამდე გაიზარდა. ახალი ტარიფებით თბილისის მოსახლეობა, რეგიონებთან შედარებით, გაზს 10 თეთრით იაფად მიიღებს. აღნიშნული ცვლილება ძალაში 2018 წლის 31 დეკემბრამდე დარჩება. უდავოა, რომ ბუნებრივი აირის ღირებულების მომატება პირველადი მოხმარების პროდუქტებს გააძვირებს, რაც კიდევ უფრო მეტად აწევს ინფლაციის მაჩვენებელს. სოციალური ფონის გაუარესებაზე საუბრობენ ექსპერტებიც.

შემოდგომა-ზამთრის მოახლეობასთან ერთად ბუნებრივია გაიზრდება ენერგომატარებლების მოხმარებაც და გაძვირებული კომუნალური გადასახადები კიდევ უფრო მეტად დააწვება მოსახლეობის ისედაც მწირ ბიუჯეტს. მთავარობაში აცხადებენ, რომ ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა მოსახლეობას ხელს შეუწყობს, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოცულობა შემცირდეს, შესაბამისად, შემცირდება გადასახდელი თანხის რაოდენობაც და დადებითად აისახება. „ენერგიის მოხმარება მთელ მსოფლიოში იზრდება და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შენობა იყოს უფრო ენერგოეფექტური, დაინერგოს ენერგოეფექტურობა წარმოებაში (ან მრეწველობაში), დაინერგოს უფრო ენერგოეფექტური ტრანსპორტი და ა.შ," - მიაჩნიათ მთავრობაში.

ენერგოეფექტურობის ის პოზიტიური და ეფექტური  მახასიათებლები, რომლებიც არამხოლოდ ეკოლოგიას, არამედ ფინანსურ ეკონომიასაც უკავშირდება, განვითარებული ქვეყნების მოსახლეობისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, ახალ ტექნოლოგიებს წარმატებულად იყენებენ და ყველა მათი ნაბიჯი გრძელვადიან სარგებელზეა გათვლილი. რა ხდება ამ მიმართულებით საქართველოში?

ამაზე საქართველოშიც ბევრს საუბრობენ, უფრო მეტიც, ხელისუფლება  ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის შემუშავებას გეგმავს, რომლის დებულებების თანახმად, 2030 წლამდე სათბურის აირების გამოყოფა 15%-ით შემცირდება. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ხოლო ორი წლის შემდეგ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი გახდა. ამით ქვეყანამ ენერგოეფექტური ნაგებობების აშენების ვალდებულებაც აიღო. 

როგორც ინოვაციური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის "სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსის" თანადამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცინცაძე აღნიშნავს "ამ მიმართულებით საქართველოში ყინული უკვე დაიძრა და ეს მისასალმებელია", თუმცა მისივე თქმით,  მსოფლიო ბაზარზე არსებული შეთავაზებები მოსახლეობისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პირველი ქართული სამშენებლო პროდუქტის "ვესტუსის" გარდა. ამასთან, კომპანიაში განმარტავენ, რომ დღეს ქართულ ბაზარზე აღნიშნულ  პროდუქტზე მოთხოვნა დიდია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხარისხთან და ფასთან მიმართებაში "ვესტუსის" ანალოგი საქართველოში არ მოიძებნება, რაც კვლევებმაც დაადასტურა.  

პროდუქტის ძირითადი სამიზნე აუდიტორია  მოსახლეობაა, ასევე სამშენებლო კომპანიები, რომლებიც "ვესტუსის" გამოყენებით უზრუნველყოფენ ფუნდამენტების,  კედლების და სახურავების ჰიდროიზლოციას, მთლიანად ნაგებობის თბოიზლოციას, ცხელი და ცივი წყლის მილების თბოიზოლაციას, ხმის იზოლაციას, ეზოებში ჩოგბურთის , კალათბურთის მოედნების მოწყობას და სხვა.

კომპანია "პარკვუდის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მიხეილ წერეთელი მშენებლობაში ნანო ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქტების გამოყენების მნიშვნელობაზე საუბრობს და „ვესტუსის“  უნიკალურობაზე მიანიშნებს: "ენერგო ეფექტურობა დღევანდელ ბინათნშენებლობაში არის ერთ-ერთი წამყვანი ტრენდი, მით უფრო, ენერგო მატარებლების გაძვირების ფონზე, აუცილებელია  მოსახლეობაში ამ კუთხით კულტურის ამაღლებაზე მუშაობა და მათი ინფორმირებულობა. ჩვენთვის ეს მიმართულება პრიორიტეტულია. პირველად  აღნიშნული პროდუქტი სწორედ პროექტის "პარკვუდის" განხორციელებისას გამოვიყენეთ. სწორედ მაშინ, როცა კომპანია "სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსმა" შემოგვთვაზა 'ვესტუსი" და ამავე პერიოდში განახორციელა საქართველოს ბაზარზე   უპრეცედენტო კომპლექსური პროექტი - სრული სერვისი თერმო და ჰიდრო საიზოლაციო სფეროში, ასევე დეფორმაციული ნაკერების საიზოლაციო  თანამედროვე  მასალების გამოყენება  და მათი მონტაჟი. ენერგომატარებლების გაძვირებამ, გარემოს დაცვის ასპექტმა, დიდმა საექსპლუატაციო ვადამ, საიმედოობამ, დაბალმა ფასმა, ხანგრძილვმა საგარანტიო ვადამ ნანო ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქტები მოთხოვნადი გახადა. ბინის შესყიდვისას მომხამრებელი  ამ ასპექტს უკვე დიდ ყურადღებას აქცევს".

როგორც ირკვევა, სამშენებლო ბაზარზე ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პროდუქტი მოთხოვნადი ხდება.  შემოდგომა-ზამთარში  პრობლემები მატულობს განსაკუთრებით რეგიონებში, მათ შორის, ბათუმში. კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ვესტუსის გამოყენებით მოსახლეობა დაზოგავს ზამთრის პერიოდში  ძვირდაღირებულ გაზს, დენს, შეიქმნის ფინასურ და გარემო კომფორტს, ჩვენი ქვეყანა დაზოგავს მყარ ვალუტას და გახდება შედარებით ენერგო დამოუკიდებელი. შესაბამისად, დასავლეთ საქართველოს ზონაში, სადაც მოსახლეობას ასე აწუხებს ნესტის პრობლება (კონდენსატისა და ნესტის არსებობა) "ვესტუსის" გამოყენებით იქნება გადაწყვეტილი. პროდუქტის მნიშვნელობაზე საუბრობს სამშენებლო კომპანია "თეთრი ქარის" ხელმძღვანელი რაულ კაიტამბა და აღნიშნავს, რომ ნესტის პრობლემა "ვესტუსის" გამოჩენამდე ბაზარზე მოუგვარებელი იყო და დღეს ეს პრობლება დაძლევადია.  შეგახსენებთ, რომ სამშენებლო კომაპანიამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ბათუმში უკვე განახორციელა.