თეონა ჭალიძე: მერიაში ხელს აფარებენ უფასო სასადილოებში არსებულ დარღვევებს

თეონა ჭალიძე: მერიაში ხელს აფარებენ უფასო სასადილოებში არსებულ დარღვევებს

"დაჯარიმებულ  კომპანიებს თბილისის რაიონული გამგეობებიდან ჩაერიცხათ 28 მილიონ ლარზე მეტი. "ახალი საქართველოს" სოციალური სამსახურის კვლევის საფუძველზე ჩვენ ვაცხადებდით, რომ უფასო სასადილოებში საკვები იყო უხარისხო და საკვებად უვარგისი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგებმა დაადასტურა ჩვენი კვლევის შედეგები. მერია/გამგეობები, რომ ხელს აფარებენ სასადილოებში არსებულ დარღვევებს ამას მოწმობს 2017 წლის იანვრიდან თბილისის ათივე რაიონული გამგეობების თანამშრომლების მიერ სასადილოების შემოწმების დროს შედგენილი ოქმები და აქტები. 763 ასეთი ოქმი შევისწავლეთ.. აღმოჩნდა რომ მათი უმრავლესობა ერთმანეთისგან გადაკოპირებული და გადაწერილია. მათში არაა ასახული რეალობა, საკვების ხარისხით უკმაყოფილო მოქალაქეები.

არ იყო ჩატარებული სრულყოფილი მონიტორინგი.  ამ ყველაფერს უნდა მოყვეს სასწრაფო რეაგირება. მოვითხოვთ, იმ საჯარო მოხელეების თანამდებობრივი პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას, რომლებმეც გამოიჩინეს გულგრილობა და ზერელედ შეავსეს ოქმები. ასევე მივმართავთ პროკურატურას რომ მაქსიმალურად სწრაფად იქნეს გამოძიება ბოლომდე მიყვანილი",- განაცხადა თეონა ჭალიძემ.

მისივე თქმით, დაჯარიმებულ კომპაიებს სორის არიან: შპს "ილი ჯგუფი". შპს - "ნილი". შპს - "ჩიხურა" - ჭიათურა. ი.მ "თამარ ჭურაძე". ი.მ "თამაზ სიხარულიძე".

ასევე, სახელმწიფო კონტროლის დროს გაცემული არაკრიტიკული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო, დაჯარიმდნენ : შპს "ნილი" - თბილის, გაბრიელ სალოსის #105 და შპს "ნილი" -  მ.ლაღიძის #6.

შეგახსენებთ, "პოლიტიკურმა პლატფორმა - ახალმა საქართველომ" რამდენიმე თვის წინ გამოავლინა, უფასო სასადილოების მასშტაბური კორუფციული სქემა. პარტიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები, უკვე გადაეცა პროკურატურას, თბილისის მერიასა და აუდიტის სამსახურს.

ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

3 საათის წინ

მიმდინარე წლის 21 სექტემბრის დილის 11:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ქალაქ ხონში კერძოდ, აღმაშენებელს, გურამიშვილს, კაკაბაძეს, ხობუას, ტიციან ტაბიძეს, ჭანტურიას, ახალშენს, დედალაურსა და პატარა კუხს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...