მობილური ექსტენცია მესტიის მუნიციპალიტეტში

მობილური ექსტენცია მესტიის მუნიციპალიტეტში

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის "მობილური ექსტენცია" ფარგლებში სპეციალისტები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებს ესტუმრნენ და ადგილობრივ ფერემრებს კონსულტაციები გაუწიეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მერძეული ნახირის მოვლა-მოშენების, ფუტკრის ოჯახების მოვლის და დაავდებებთან ბრძოლის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. სპეციალისტებმა ადგილობრივების ფერმები და მეურნეობები დაათვალიერეს, გაეცნენ მათ პრობლემებს და დახმარება გაუწიეს.

პროექტი "მობილური ექსტენია" უკვე 2 წელია რაც წარმატებით ხორციელდება და ამ დროის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიარეს და ათასობით ფერმერს გაუწიეს კონსულტაცია.

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

ქობულია: ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

21 სექტემბერი, 2018

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...