საქართველოს მასშტაბით სამთო-საფეხმავლო ბილიკების ქსელის შექმნა გრძელდება

საქართველოს მასშტაბით სამთო-საფეხმავლო ბილიკების ქსელის შექმნა გრძელდება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  ქვეყნის მასშტაბით სამთო-საფეხმავლო ბილიკების ქსელის შექმნის პროექტზე მუშაობას აგრძელებს.  პროექტი 5 წლიანია და მოიცავს რამდენიმე ეტაპს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში 2016 წელს შეიქმნა  პირველი სამთო-საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის ეროვნული სტანდარტი.

ამ ეტაპისთვის უკვე მოკვლეულია: რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, გურიის, იმერეთის რეგიონები; ასევე მიმდინარეობს ქვემო და შიდა ქართლების კვლევა. დასრულებულია ზემო სვანეთის ბილიკების და მათ შორის მთიან სამეგრელოსთან დამაკავშირებელი ბილიკების მონიშვნა.

მიმდინარეობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის ასევე მთიანი სამეგრელოს მარშრუტების მონიშვნა. საერთო ჯამში წლის ბოლოს გვექნება 600 კილომეტრამდე მონიშნული  ბილიკების  ქსელის ნაწილი. პროექტი კიდევ 2-3  წელს გაგრძელდება და მოიცავს მთელს ქვეყანას.  რაჭაში მიმდინარე სამუშაოები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დაათვალიერა.

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის პერსპექტივები

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის პერსპექტივები

18 საათის წინ

ელექტროენერგია ის პროდუქტია, რომლის გარეშეც დღეს ცხოვრება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია: გარკვეული ოდენობის ელექტროენერგიას საჭიროებს სასიცოცხლო მნიშვნელობის სამეცნიერო თუ გასართობი ობიექტები, საწარმოო საშუალებები, სამედიცინო აპარატურა...