მთავარი » ეკონომიკა » ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს
ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს
12:45 | 25 ივლისი, 2017

ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს

2017 წლის 29 ივლისს 10 საათიდან 16 საათამდე შპს "მედალფას" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, ჩატარდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ოზურგეთის მერიის და სამედიცინო ცენტრის ერთობლივი აქცია  - მოსახლეობის უფასო სამედიცინო  გასინჯვები, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

"პაციენტებს მოემსახურება შემდეგი სპეციალობის ექიმები:

1. ონკოლოგი-მამოლოგი (სარძევე ჯირკვალი,კანის და კანქვეშა ქსოვილების სიმსივნეები, რომელიც მოიცავს სარძევე ჯირკვლების, კანისა და რბილი ქსოვილების ხალი, მეჭეჭები, ცხიმგროვა, სიმსივნური პათოლოგიების დიაგნოსტიკას და მკურნალობას). 

 - მამოლოგიის, ონკო–პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი  ბექა სამხარაძე.

2. ენდოკრინოლოგი ქირურგი (ფარისებური ჯირკვალი, ჩიყვი) თბილისის პროფ. კ.მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრიდან მოწვეული ქირურგები. კონსულტაციები ჩატარდება ყბა-სახის (პირის ღრუს დაავადებები, ჰაიმორის წიაღის პათოლოგიები, რეტენციული (ამოუჭრელი) კბილების პათოლოგები და ა.შ), თავ-კისრის (ხალები, ფარისებრი ჯირკვალი), მუცლის ღრუსა და ფილტვების პათოლოგიებზე.

3. პროქტოლოგი (სწორი ნაწლავის და მიმდებარე ქსოვილების დაავადებები), აკადემიური დოქტორი გიორგი ბაქრაძე.

4. ოფთალმოლოგი (კატარაქტა, გლაუკომა და სხვა თვალის დაავადებები.) მოწვეული სპეციალისტი თბილისიდან.

5. ანგიოლოგი - (სისხლძარღვთა ქირურგი)

6. .უროლოგი - (მოწვეული სპეციალისტი ბათუმიდან)

გთხოვთ მობრძანდეთ, კონსულტაციები უფასოა!", - აღნიშნულია განცხადებაში.