ქართული პროდუქტი ჰონგ-კონგურ სუპერმარკეტებში გაიყიდება

ქართული პროდუქტი ჰონგ-კონგურ სუპერმარკეტებში გაიყიდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულების მხარდაჭერით, კომპანია "არომაპროდუქტის" მიერ წარმოებული პროდუქცია ჰონგ-კონგური სუპერმარკეტების ქსელ "City Super"-ის დახლებზე გაიყიდება.

კომპანიამ აღნიშნულ წარმატებას, 2017 წელს ჰონგ-კონგში, სააგენტოს მიერ ქართული ექსპორტიორი კომპანიების საგამოფენო ღონისძიებაზე "Hofex 2017" მონაწილეობის ორგანიზების შედეგად მიაღწია და ხელშეკრულების  გაფორმება შეძლო ზემოთხსენებულ ქსელთან.

კომპანია "არომაპროდუქტი" ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელსაც საკუთარი  პროდუქცია ორმოცამდე ქვეყანაში წარმატებულად გააქვს და  უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას: ხილის და ბოსტნეულის წვენებს, ხილის წვენის კონცენტრატებს და ჯემებს აწარმოებს.

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

ქობულია: ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ციფრული მაინინგის სფეროში დიდი ინვესტიციები განხორციელდა

21 სექტემბერი, 2018

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით  საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან გვაქვს ძალიან ხელსაყრელი პირობები...