"ვისოლ ჯგუფი" "თბილისი მოლში" "ვენდისა" და "დანკინ დონატსის" ამერიკულ რესტორნებს ხსნის

"ვისოლ ჯგუფი" "თბილისი მოლში" "ვენდისა" და "დანკინ დონატსის" ამერიკულ რესტორნებს ხსნის

21 ივლისს, 17:00 საათზე "ვისოლ ჯგუფი" "თბილისი მოლში" "ვენდისა" და "დანკინ დონატსის" ამერიკულ რესტორნებს ხსნის. ახალგახსნილი რესტორნები "ვენდისთვის" მე-9, ხოლო "დანკინ დონატსისთვის" მე-18 ობიექტია.

მიმდინარე წლის ბოლომდე "ვისოლ  ჯგუფი" ამერიკული რესტორნების ქსელს კიდევ გააფართოებს და ბათუმსა და ქუთაისში დამატებით ოთხ ობიექტს გახსნის და ჯამში 150 - მდე ადამიანს დაასაქმებს. ახალი რესტორნის გახსნასთან ერთად "ვენდიმ" სიურპრიზი მოამზადა და ამიერიდან მომხმარებელს ახალ "საოჯახო მენიუს" შესთავაზებს, რომელიც  რესტორანში ოჯახების სტუმრობას ყველასათვის ხელმისაწვდომს გახდის. გახსნის საზეიმო ცერემონიალის სტუმრებს სპეციალური შეთავაზებები, შთამბეჭდავი "დრამ სქულის" შოუ, ილუზიონისტის პერფორმანსი და გემრიელი სიურპრიზი ელის.

"ვისოლ ჯგუფმა" ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან "დანკინ დონატსთან" ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა. "ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება კი "ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო. "მეტი ქართული პროდუქტის" ინიციატივის  ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა "ვენდიმ" და "დანკინ დონატსმა" იმპორტირებული პროდუქტები ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ახლა უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ  ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2 საათის წინ

2018 წლის 25 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 51 190 000 ლარი...