მთავარი » ეკონომიკა » ზაზა შენგელია: "ჩექ ინ ჯორჯია" უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია
ზაზა შენგელია: "ჩექ ინ ჯორჯია" უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია
17:11 | 17 ივლისი, 2017

ზაზა შენგელია: "ჩექ ინ ჯორჯია" უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია

"2017 წელს პრემიერ მინისტრის,  ეკონომიკის მინისტრისა და  თვითონ "ბლექ სი არენას" ხელმძღვანელობის ინიციატივით, "ჩექ ინ ჯორჯიას" პროექტი ძალიან გაიშალა და ეს კარგია, რადგანაც რაც უფრო მეტი პრომოუტერი მიიღებს მასში მონაწილეობას,  რაც უფრო მეტი განაცხადი იქნება მიღებული, მით უფრო იაფი დაუჯდება  სახელმწიფო ბიუჯეტს და ამ მრავალფეროვნებით მოიგებს არამარტო ქართველი მაყურებელი, არამედ ჩამოსული სტუმარიც", - ამის შესახებ "ბრავო რეკორდსის" დამფუძნებელმა ზაზა შენგელიამ დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა და "ჩექ ინ ჯორჯიას" ორგანიზატორებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. 

"ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც შარშანდელთან შედარებით ბევრად უფრო დაიხვეწა. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან, Alter Vision-თან  ერთად ვამზადებთ ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის პროექტის ისტორიას, რომელშიც მონაწილეობენ ყველაზე გამოჩენილი, პოპულარული ქართველი შემსრულებლები. სპეციალურად ამ კონცერტისთვის მზადდება განახლებული არანჟირებები,  ვიდეოგრაფია,  ინსტალაციები და ვფიქრობ, მრავაფეროვანი პროგრამა და ძალიან კარგი სანახაობა იქნება", - განაცხადა ზაზა შენგელიამ.