"ევექსმა" 90 მილიონი ლარის ადგილობრივი ობლიგაციების ემისია განახორციელა

"ევექსმა" 90 მილიონი ლარის ადგილობრივი ობლიგაციების ემისია განახორციელა

2017 წლის 12 ივლისს "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" შვილობილმა კომპანიამ - "სამედიცინო კორპორაცია ევექსმა", 90 მილიონი ლარის ღირებულების 5 წლიანი  ვადის მქონე ადგილობრივი ობლიგაციები გამოუშვა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ევექსი" ავრცელებს.

ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული თანხა  ადგილობრივი კომერციული ბანკების მიმართ სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებასა და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს  მოხმარდება.

"მოხარული  ვარ, რომ ევექსმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანზაქცია წარმატებით დაასრულა. ეს არის ლარში დენომინირებული ობლიგაციების ყველაზე მსხვილი ემისია ქართულ კორპორაციულ ბაზარზე (საბანკო ინსტიტუტების გარდა). აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ინვესტორების მაღალ ნდობას, როგოც ქართული ეკონომიკისა და ჩვენი ვალუტის მიმართ, ასევე  - "სამედიცინო კორპორაცია ევექსისადმი", - აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე.

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

5 საათის წინ

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს. "მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე - 100 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად და, ეს რა...