მთავარი » ეკონომიკა » "პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს" ლიდერმა უკრაინაში, არკოის გუბერნატორს შეხვდა
"პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს" ლიდერმა უკრაინაში, არკოის გუბერნატორს შეხვდა
18:23 | 14 ივლისი, 2017

"პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს" ლიდერმა უკრაინაში, არკოის გუბერნატორს შეხვდა

"ჩვენ უკვე რამდეიმე წელია, კონსულტაციებს ვუწევთ უკრაინის მთაბრობას სხვდასხვა რეფორმების საკითხებში. ამჯერად, ჩამოვედით არკოის მერის თხოვნით. ვსაუბრობთ იუსტიციის სახლებისა და სერვისების გამარტივების თემაზე.

ჩამოვაყალიბეთ ახალი ინიციატივები, რაც ამ სფეროების სწრაფ რეფორმირებას შეუწყობს ხელს. პირველი იუსტიციის სახლი, რომელიც " ინვაციებისა და განვითარების ფონდის" ხელმძღვანელობით კიევში, 2016 წლის შემოდგომაზე გაიხსნა, წარმატებით ფუნქციონირებს.

ჩვენ გვყავს წამყვანი სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი, მათი უმეტესობა ქართველია. დავიწყეთ მუშაობა ჯანდაცვის მიმართულებითაც. პროექტის მიხედით კიევში 3000 მდე, თანამედროვე სტანდარტების ამბულატორია გაიხსნება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეხვედრას, დონორი ორგანიზაციებისა და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.