ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა

ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა

სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" (სნგკ) სამგორის სამხრეთ თაღის საბადოზე გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობის მიზნით "პროექტირების, შესყიდვის, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში მიღების" (EPIC) მომსახურების შესყიდვისთვის ღია საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურების და საქონლის შესყიდვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შესყიდვების წესების შესაბამისად  განხორციელდება, რომლებიც ნაწილობრივ აფინანსებენ გაზსაცავის პროექტს. საერთაშორისო ტენდერის პირველი ეტაპი მოიცავს პრეკვალიფიკაციის პროცესს, რომლის ფარგლებში კორპორაცია შეარჩევს შესაბამისი გამოცდილებისა და ფინანსური შესაძლებლობების მქონე კონტრაქტორების ჯგუფს. საპრეკვალიფიკაციო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე http://www.gtai.de/GTAI/Navigation/EN/Trade/search-kfw-tenders,t=gas-storage-facilities,did=1746846.html ან ელ. ფოსტაზე To: procurement@gogc.ge; СС: i.kakhiani@gogc.ge

შეფასების  შედეგების მიხედვით გამოვლენილი კვალიფიცირებული  კომპანიები გადავლენ შემდეგ ეტაპზე და ტექნიკური დავალების შესაბამისად, კომერციულ წინადადებებს წარმოადგენენ.

გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოების დაწყება დაგეგმილია 2018 წლის პირველ ნახევარში. მშენებლობის პირველ ეტაპზე გაბურღული იქნება ორი შემფასებელი ჭაბუღილი.  ჩატარებული სამუშაოების შედეგად მიღებული იქნება დამატებითი გეოლოგიური ინფორმაცია და დაზუსტდება საცავის ტექნიკური პარამეტრები. სამგორის გაზსაცავის მშენებლობის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება. ამ დროისთვის შაჰ-დენიზის გაზსადენიდან საქართველოსთვის მოსაწოდებელი გაზის მოცულობები მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი.

გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობა განხორციელდება თბილისთან ახლოს სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, დამუშავებულ ნავთობის საბადოზე.

 

გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული  უსაფრთხოება.  პროექტი უზრუნველყოფს გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის დარეგულირებას და  ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას და გარდა ამისა, მომწოდებელი ქვეყნების მიერ საქართველოსთვის გაზის მოწოდების დაუგეგმავი შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ქვეყნის მომხმარებლების საცავიდან გაზით შეუფერხებლად მომარაგება.

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

22 საათის წინ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული  სამსახური   საქართველოს საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიულ სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი  ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიების მწარმოებელი...