კახეთში ცხოველთა იდენტიფიკაციის სისტემის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

კახეთში ცხოველთა იდენტიფიკაციის სისტემის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

10-14 ივლისს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ  (FAO)  სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან (სეს) ერთად, კახეთის რეგიონში ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის   და სურსათის ეროვნული სააგენტოს  წარმომადგენლებმა ფერმერებს, სასაკლაოების მფლობელებს და ვეტერინარებს  წარუდგინეს ცხოველთა იდენტიფიკაცია - რეგისტრაციის ახალი, გაუმჯობესებული სისტემის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც გაგრძელდება  მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება; გაუმჯობესდება და დაიხვეწება მონაცემთა ელექტრონული ბაზა და მისი  მეშვეობით შესაძლებელი იქნება ცხოველის შესახებ ინფორმაციის მოძიება მაქსიმალურად მოკლე დროში.

შეხვედრის ფარგლებში FAO-ს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს საკანონმდებლო რეგულაციაზე, რომელიც ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შევა. ახალი რეგულაციით პირუტყვის სასაკლაოზე დასაკლავად სავალდებულოა ცხოველი იდენტიფიცირებული იყოს საყურე ნიშნით.

FAO-ს პროექტის, ცხოველთა იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემის (NAITS) სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, მიხეილ სოხაძის განმარტებით, რეგულაცია, რომელიც ძალაში 1 იანვრიდან შევა, ხელს შეუწყობს ცხოველთა მიკვლევადობას და ხორცპროდუქტების ხარისხის ზრდას. 

"აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს  ცხოველთა იდენტიფიკაციის პროცესის გააქტიურებას და მიკვლევადობის სრული ჯაჭვის უზრუნველყოფას, რაც საბოლოოდ სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას განაპირობებს", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსისი მოადგილემ პაატა ქურდაძემ.

პროექტი  შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

18 საათის წინ

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სოციალური პროექტი დაიწყო - "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი", რომელიც გასული წლის "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშწყობის პროგრამის"...