ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 17.1%-ით გაიზარდა

ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 17.1%-ით გაიზარდა

2017 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 117.7 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 283.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 17.1%-ით მეტია 2016 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9% იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 92.7% მოდიოდა.2017 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.8 მილიონი აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 16.2 მილიონი აშშ დოლარისა გასული წლის ივნისში.

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

15 საათის წინ

2018 წლის 21 ივნისს, თელავში "m2 უძრავი ქონებისა" და საფეხბურთო კლუბ "თელავის" ორგანიზებით, გაიმართა საბავშვო ტურნირი ფეხბურთში კახეთის რეგიონის გუნდებს შორის. "m2-ის თასზე" მონაწილეობა  11-12 წლის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 8 გუნდმა მიიღო -...