მთავარი » ეკონომიკა » "პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს" წევრებმა, აუდიტის სამსახურში შეხვედრა გამართეს
"პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს" წევრებმა, აუდიტის სამსახურში შეხვედრა გამართეს
18:38 | 12 ივლისი, 2017

"პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს" წევრებმა, აუდიტის სამსახურში შეხვედრა გამართეს

ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, უწყებაში კვლევის დეტალები წარადგინეს. მათი განცხადებით "ქართული ოცნება" საკუთარ მხარდამჭერებს ბიუჯეტიდან აფინანსებს. საუბარია, გამგეობების მიერ გაცემულ ერთჯერად ფინანსურ დახმარებებზე.

"ახალი საქართველოს" სოციალურიმა სამსახურმა და ანტიკორუფიულმა ბიურომ, გამოავლინეს კიდევ ერთი მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელიც აწყობილია "ქართული ოცნების მიერ" მერიაში. საქმე ეხება იმ თანხას, რომელსაც უნდა იღებდნენ გაჭირვებული ადამიანები ერთჯერადი დახმარების სახით. ჩვენ გამოვავლინეთ, რომ დაახლოებით ორ მილიონს იღებენ გაურკვეველი ადამიანები, ვნახეთ, რომ უმეტესობა მათგანი არის "ქართული ოცნების" მხარდამჭერი. ეს ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" საკუთარ პარტიას აფინანსებს თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე. დღეს მოვიტანეთ მონაცემები და ვთხოვეთ ამის შესწავლა აუდიტის სამსახურს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აუდიტის სამსახურსი გამართული შეხვედრის შემდეგ, განცხადება გააკეთა "ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თონა ჭალიძემ.  

"ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს, სოციალურად დაუცველებს ეუბნებიან რპმ არ არის საკმარისი თანხა გამგეობის ბიუჯეტში, ამ დროს კი ასობით ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ აქვს სოციალურად დაუცველი სტატუსი, ურიცხავენ თანხებს. ჩვენ ვითხოვთ გამოძიებას ამ მიმართულებით", - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

შეგახსენებთ, ამავე საქმის დროული გამოძიების მოთხოვნით, 10 ივლისს "ახალი საქართველოს" ლიდერებმა შეხვედრა გამართეს მთავარ პროკურატურაში. გიორგი ვაშაძემ და თეონა ჭალიძემ,უწყებაში მტკიცებულებები წარადგინეს და კვლევის დეტალებზე ისაუბრეს.