ქუთაისში კონფერენცია - "ტურიზმი-ადგილობრივი განვითარებისთვის" გაიმართა

ქუთაისში კონფერენცია - "ტურიზმი-ადგილობრივი განვითარებისთვის" გაიმართა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქუთაისში კონფერენცია სახელწოდებით "ტურიზმი - ადგილობრივი განვითარებისთვის" გაიმართა. კონფერენციას დასავლეთ საქართველოს რეგიონების ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები და მოწვეული სტუმრები ესწრებდნენ, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
 
შეხვედრა მიზნად ისახავდა  ტურიზმის სფეროში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთო პროექტების განხორციელებას, ტურიზმის განვითარებას რეგიონებში, საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას, ტურისტული ადგილების, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობას.
 
გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, რეგიონებში ტურიზმის განვითარების მიზნით, მნიშვნელოვანია ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, მოხდეს ტურიზმის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რათა უფრო საინტერესო გახდეს ქვეყანა, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის.
გიორგი ვაშაძე: ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი არის უპრეცენდენტო მსოფლიოში

გიორგი ვაშაძე: ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი არის უპრეცენდენტო მსოფლიოში

10 საათის წინ

"ანტიკორუფციული სასამართლოს პროექტი, რომელიც "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" მიერ შეიქმნა, არის უპრეცენდენტო მსოფლიოში. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე, ჩემს მშობლიურ საქართველოშიც შევძლებთ მის მიღებას“ - ამ სიტყვებით მიმართა...