მთავარი » ეკონომიკა » 2017 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საავტომობილო ზეთების იმპორტი 1,5%-ით შემცირდა
2017 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საავტომობილო ზეთების იმპორტი 1,5%-ით შემცირდა
12:17 | 11 ივლისი, 2017

2017 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საავტომობილო ზეთების იმპორტი 1,5%-ით შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2017 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საქართველოში საავტომობილო ზეთების იმპორტმა შეადგინა  6,8 ათასი ტონა, რაც  0,1 ათასი ტონით ანუ 1,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის  მაჩვენებელთან შედარებით. 

ქვეყნების მიხედვით 2017  წლის პირველი 6 თვის განმავლობაში   საავტომობილო ზეთების  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან  -1,6 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 23,5%),  თურქეთიდან - 1,2 ათასი ტონა (17,6%), გერმანიიდან  - 1,0 ათასი ტონა (14,7%), ნიდერლანდებიდან  - 0,5 ათასი ტონა (7,4%), უკრაინიდან - 0,5 ათასი ტონა (7,4%), პოლონეთიდან - 0,4 ათასი ტონა (5,9%) და სხვ.

ქვეყნების მიხედვით 2016  წელს საავტომობილო ზეთების  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან -3,6 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 24,8%),  თურქეთიდან - 2,9 ათასი ტონა (20%), გერმანიიდან  - 2,1 ათასი ტონა (14,5%), ირანიდან -  1,5 ათასი ტონა (10,3%), ნიდერლანდებიდან  - 0,8 ათასი ტონა (5,5%), პოლონეთიდან - 0,6 ათასი ტონა (4,1%), უკრაინიდან -  0,6 ათასი ტონა (4,1%) და სხვ.

მიმდინარე წლის 6 თვეში საავტომობილო ზეთების იმპორტი კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზე დგას, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლიდან გაზრდილია აქციზის გადასახადი. ქვეყნების მიხედვითაც არ შეცვლილა მოცემულობა. გასული წლის მსგავსად კვლავინდებურად ლიდერობენ რუსეთი, თურქეთი და გერმენია. ასევე საყურადღებოა, რომ საავტომობილო ზეთების იმპორტი ირანიდან, რომელიც გასულ წლებში საავტომობილო ზეთების ერთ-ერთი ძირითადი მომწოდებელი იყო და ამავდროულად იყო მუდმივი პრეტენზიები, რომ ამ ქვეყნიდან მოწოდებული ზეთი ვერ აკმაყოფილებდა შესაბამის სტანდარტებს, მნიშვნელოვნადაა შემცირებული.