მთავარი » ბიზნესი » ნენსკრა ჰესის პროექტის ახალი ვებ-გვერდი ამოქმედდა
ნენსკრა ჰესის პროექტის ახალი ვებ-გვერდი ამოქმედდა
11:32 | 10 ივლისი, 2017

ნენსკრა ჰესის პროექტის ახალი ვებ-გვერდი ამოქმედდა

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ, სს "ნენსკრა ჰიდრომ" ახალი ვებ-გვერდი - www.nenskrahydro.ge აამოქმედა.

პროექტის შესახებ ძირითად ინფორმაციასთან ერთად, ვებ-გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე განთავსდა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის 10 ტომი. შემდგომში აქვე აიტვირთება მთელი საპროექტო პერიოდის განმავლობაში დაგეგმილი მონიტორინგის შედეგები.

ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია პროექტით გათვალისწინებული გასაჩივრების მექანიზმის ონლაინ-ფორმაც.  გასაჩივრების მექანიზმის მიზანი იმ საჩივრებზე რეაგირებაა, რომლებიც შესაძლოა, გაუჩნდეთ ადამიანებს, რომელთაც პროექტი უშუალოდ ეხებათ.

"ესოდენ მასშტაბური პროექტის განხორციელებისას ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა, ვიმუშავოთ მაქსიმალური გამჭვირვალეობის პრინციპებზე დაყრდნობით და ვაწარმოოთ ღია დიალოგი ყველა დაინტერესებულ პირთან. ახალი ვებ-გვერდი ამ ამოცანის შესრულებაში დაგვეხმარება", - აღნიშნა სს "ნენსკრა ჰიდროს" ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ.

სს "ნენსკრა ჰიდრო" კორეული სახელმწიფო კომპანია K-Water ისადასს "საპარტნიოროფონდის" თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის - ნენსკრა ჰესის მშენებლობა წარმოადგენს. ჰესი საქართველოს ყოველწლიურად 1.2 გიგავატ/სთ ელექტროენერგიას მიაწვდის, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.