მთავარი » ბიზნესი » ივნისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 0,7%-ით შემცირდა
ივნისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 0,7%-ით შემცირდა
15:54 | 6 ივლისი, 2017

ივნისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 0,7%-ით შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2017 წლის ივნისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 85,0 ათასი ტონა, რაც 0,6 ათასი ტონით ანუ 0,7%-ით ნაკლებია მაისის თვის მაჩვენებელთან შედარებით. 

სულ მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 456,7 ათასი ტონა, რაც 62,6 ათასი ტონით ანუ 13,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მათ შორის, 2017 წლის ივნისში  ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 39,0 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 46,0 ათასი ტონა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის ივნისში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 27,7 ათასი ტონა ანუ 71%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი -  10,9 ათასი ტონა ანუ 28%,  A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,4 ათასი ტონა ანუ 1%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 46,0 ათასი ტონა ანუ 100%.

ქვეყნების მიხედვით 2017  წლის ივნისში  ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან - 26,9 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 31,6%),  თურქმენეთიდან - 20,3 ათასი ტონა (23,9%), ბულგარეთიდან - 11,8 ათასი ტონა (13,9%), აზერბაიჯანიდან 11,7 ათასი ტონა (13,8%), რუსეთიდან  - 9,7 ათასი ტონა (11,4%), საბერძნეთიდან -  4,4 ათასი ტონა (5,2%),   უკრაინიდან - 0,2 ათასი ტონა (0,2%).