მთავარი » ბიზნესი » 7 ივლისიდან ავიაკომპანია "სერვისეარი" თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს შეასრულებს
7 ივლისიდან ავიაკომპანია "სერვისეარი" თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს შეასრულებს
15:12 | 5 ივლისი, 2017

7 ივლისიდან ავიაკომპანია "სერვისეარი" თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს შეასრულებს

7 ივლისიდან "სერვისეარი" თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენების განხორციელებას დაიწყებს. მგზავრებს "სააბის" ტიპის 32 ადგილიანი საჰაერო ხომალდი მოემსახურებათ. ერთი გზის ბილეთის ღირებულება  90 ლარს შეადგენს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტული კომპანია "ვანილა სქაის" თბილისისა და ბათუმის ოფისებში, ასევე აღნიშნული კომპანიის ვებ-გვერდზე (7 ივლისის 16:00 საათიდან) და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სალაროში.
 
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, შიდა ტურიზმისა და ადგილობრივი რეისების განვითარების მიზნით შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ განახორციელა მგზავრთა საჰაერო გადაყვანის ავიარეისების ორგანიზების და შესრულების მომსახურების შესყიდვა, ელექტრონული ტენდერის გზით. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიად გამოვლინდა შპს "სერვისეარი",
რომელთანაც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება.
 
შპს "სერვისეირი" ამჟამად ნატახტარის აეროდრომიდან უკვე ასრულებს ფრენებს ქუთაისის, მესტიის და ამბროლაურის მიმართულებებით.