ვითიბი ბანკი 2017 წლის უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გენერალური სპონსორია

ვითიბი ბანკი 2017 წლის უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გენერალური სპონსორია

2 ივლისს საქართველოში 19 წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. ვითიბი ბანკი აღნიშნული ტურნირის გენერალური სპონსორია, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს.

გახსნა და პირველი მატჩი, საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის, გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდა. 

ეს არის რიგით მე-16 ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატი, რომელიც უეფას ორგანიზებით ხორციელდება, მასში მონაწილეობას რვა ქვეყნის: საქართველოს, გერმანიის, ინგლისის, ჩეხეთის, შვედეთის, პორტუგალიის, ჰოლანდიის და ბულგარეთის ნაკრები იღებს. მატჩები გაიმართება თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, დავით პეტრიაშვილის არენაზე და გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე.

ტურნირის ფინალური დაპირისპირება 15 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება.

ვითიბი ბანკმა ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა

ვითიბი ბანკმა ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა

19 საათის წინ

ვითიბი ბანკის ახალი მომსახურება იძლევა თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ბანკის Visa-ს და Mastercard-ის ბარათებს შორის. თანხის გადარიცხვის ტრადიციული გზების გარდა, შესაძლებელი გახდა თანხა მარტივად, პირდაპირ...