მთავარი » ბიზნესი » "თეგეტა მოტორსის" კამპანიის ფარგლებში #სადაცარუნდამიდიოდე მომხარებელს ახალ აქციას სთავაზობს
"თეგეტა მოტორსის" კამპანიის ფარგლებში #სადაცარუნდამიდიოდე მომხარებელს ახალ აქციას სთავაზობს
11:54 | 3 ივლისი, 2017

"თეგეტა მოტორსის" კამპანიის ფარგლებში #სადაცარუნდამიდიოდე მომხარებელს ახალ აქციას სთავაზობს

თუ თქვენ ზრუნავთ საკუთარ ავტომობილზე, "თეგეტა"  საზაფხულო კამპანიის ფარგლებში #სადაცარუნდამიდიოდე გთავაზობთ ახალ აქციას Shell -ის ბრენდის  პრემიუმ კლასის ძრავის ზეთზე Shell Helix Ultra. აღნიშნული აქციის ფარგლებში, ყოველი 4 ან მეტი ლიტრი Shell Helix Ultra-ს საავტომობილო ძრავის ზეთის შეძენისას, საჩუქრად გადმოგეცემათ მზის ამრეკლი ავტომობილის საქარე მინისთვის და ამასთანავე ყოველი მე-10 მომხარებელი დასაჩუქრდება მობილური ტელეფონის უსადენო დამტენით . აქცია მოქმედებს  31 ივლისის ჩათვლით, "თეგეტას" როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, ახალციხის, ახალქალაქის, მარნეულის, გორისა და თელავის სერვის ცენტრებში.

Shell-ი გახლავთ ნომერ პირველი საცხებ-საპოხი მასალის მწარმოებელი კომპანია, რომელიც  100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. Shell-ი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს, პრემიუმ ხარისხს და წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს თქვენი ავტომობილისთვის. Shell-ი უკვე 10 წელია დასახელებულია ლიდერ ბრენდად საქართველოში. მისი საცხებ-საპოხი მასალები, აქტიური მწმენდავი ტექნოლოგიების (Active Cleansing Technologies) დახმარებით, ასუფთავებს და დიდი ხნის განმავლობაში იცავს ძრავს დაზიანებებისგან.

Shell-ის  საცხებ-საპოხი მასალების პორტფელი მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: Shell Helix, Shell Rimula, Shell Rotella T, Shell Tellus, და სხვ. Shell-ი ოფიციალურად რეკომენდირებულია: მერსედესის, მაზდას, ჰონდას, კიას, ფიატის, მიცუბიშის, ჰიუნდაის, რენოს და სხვა ლიდერი ავტო მწარმოებლების მიერ. Shell-ი ასევე Ferrari-ს უცვლელი პარტნიორია მრავალი წლის განმავლობაში. "თეგეტა მოტორსი" Shell-ის საცხებ-საპოხი  მასალის ექსკლუზიური დილერია საქართველოში.

 "თეგეტა მოტორსი" უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. "თეგეტა მოტორსი" არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების,  ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში.