თეონა ჭალიძე: უფასო სასადილოების საქმეზე ოქმები გაყალბებულია

თეონა ჭალიძე: უფასო სასადილოების საქმეზე ოქმები გაყალბებულია

"ახალი საქართველოს" წევრებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურაში 1400 გვერდიანი დოკუმენტი წარადგინეს. დოკუმენტში საუბარია გამეობის თანამშრომლების მიერ, მონიტორინგის შედეგების გაყალბებაზე.

"2017 წლის იანვრიდან გამგეობის მერიის თანამშრომლების მიერ შედგენილი 763 შემოწმების ოქმი და აქტი შევისწავლეთ. ანალიზის შედეგად გამოირკვა, რომ არსებული 63 სასადილოდან, არცერთში არ მომხდარა გამგეობის შესაბამისი თანამშრომლების მიერ სრულყოფილი მონიტორინგი. ოქმები არის ზერელედ შევსებული და გაყალბებული. გადაკოპირებულია სიტყვასიტყვით ერთმანეთისგან. ორმოცდაათზე მეტი საჯარო მოხელე აწერს ხელს ამ ოქმებს. მათი უპასუხისმგებლობა, არაკომპეტენტური და და მიზანმიმართული ხელის დაფარება სასადილოებზე ნათელია. ოქმებში საერთოდ არაა ასახული რეალობა. უკმაყოფილო ბენეფიციარების არსებობაზე საუბარიც კი არაა. ოქმები ისეა შევსებული თითქოს ყველა კმაყოფილია და იდეალური მდგომარეობაა სასადილოებში", - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

"ახალი საქართველოს სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი, მიმართავს პროკურატურას, დაიკითხოს ყველა ის პირი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს. თეონა ჭალიძის თქმით, უნდა დადგეს ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი.

ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

2 საათის წინ

მიმდინარე წლის 21 სექტემბრის დილის 11:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ქალაქ ხონში კერძოდ, აღმაშენებელს, გურამიშვილს, კაკაბაძეს, ხობუას, ტიციან ტაბიძეს, ჭანტურიას, ახალშენს, დედალაურსა და პატარა კუხს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...