ფერმერები ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის საკითხებზე 2 კვირიანი გადამზადების კურსს გადიან

ფერმერები ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის საკითხებზე 2 კვირიანი გადამზადების კურსს გადიან

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის საკითხებზე ფერმერების გადამზადება გრძელდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ჩინური კომპანიის "ჰუნანი" სოფლის მეურნეობის ჯგუფის წარმომადგენლებმა  რუსთავსა და მარნეულში 35-მდე ფერმერს, დაინტერესებულ პირსა და აგრარული მიმართულების სტუდენტს მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკა, დახურულ გრუნტში ბოსტნეულის მოყვანა და მყნობის ახალი ტექნოლოგიები გააცნეს. 

პროექტის ფარგლებში საქართველოში 2 კვირიანი ტრენინგი 400-მა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კი 50-მა ფერმერმა უკვე გაიარა. საქართველოში, რიგით მე-12 ტრენინგი სექტემბერშია დაგეგმილი. მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში ფრემერებმა ონლაინ რეგისტრაცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის facebook გვერდზე უნდა გაიარონ.

პროექტის ფარგლებში, ჩინეთის ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მზისა და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური ააშენა, რომელიც სამეცნიერო დანიშნულებისაა. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებას და საწარმოო პოტენციალის ზრდას.  

ბოსტნეულის წარმოებასთან დაკავშირებით ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2014 წლის 15 იანვარს გაფორმდა. პროექტისათვის 20 მილიონი იუანი (3 მილიონი ამერიკული დოლარი) განისაზღვრა.

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

14 საათის წინ

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს. "მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე - 100 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად და, ეს რა...