ქალაქ ოზურგეთის მერი პირველ ლიგაში გადასულ რაგბისტებს შეხვდა

ქალაქ ოზურგეთის მერი პირველ ლიგაში გადასულ რაგბისტებს შეხვდა

დღეს ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე სარაგბო კლუბ "არწივები"-ს ხელმძღვანელს თენგიზ კალანდაძეს  და რაგბისტებს შეხვდა და სამუშაო თათბირი ჩაატარა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

ეს შეხვედრა  პირველი  გახლდათ  მას  შემდეგ,  რაც  კლუბმა  ასპარეზობა მეორე ლიგიდან პირველ ლიგაში გააგრძელა.

ქალაქის მერმა  სპორტსმენებს თავდაუზოგავი შრომისა და მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა და  კლუბის საჭიროებებისა და პრობლემების  შესახებ ყველა  ინფორმაცია უშუალოდ მათგან მოისმინა.  

შეხვედრაზე, ასევე,  განიხილეს "არწივები"-ს  სამომავლო გეგმები. როგორც ბეგლარ სიორიძემ განაცხადა,  ქალაქის მერია,  შესაძლებლობების ფარგლებში, კლუბს ყველა იმ სახის  დახმარებას გაუწევს, რაც გუნდის  სპორტული მიღწევების გასაუმჯობესებლად იქნება საჭირო.

კლუბს  მისი არსებობის  რვაწლიანი  ისტორიის მანძილზე, პირველ ლიგაში არასდროს უთამაშია.   კლუბის დირექტორი თენგიზ კალანდაძე "არწივები"-ს  წარმატებას ქალაქის ხელისუფლების მიერ გაზრდილ დაფინანსებას უკავშირებს, რაც რაგბისტებისთვის საკმაოდ დიდი მოტივაცია გახდა.  ქალაქ ოზურგეთის მერიამ  კლუბის დაფინანსება 46 500 ლარით გაზარდა და რაგბისტებს, პირველად კლუბის ისტორიაში, ხელფასი დაუნიშნა.

"ბეგლარ სიორიძე გახლავთ პირველი ხელმძღვანელი, ვინც ჩვენს კლუბში საკმარისი  პოტენციალი დაინახა და საჭიროდ მიიჩნია, "არწივები"-თვის წარმატების მიღწევის შანსი მიეცა. მოხარული ვარ, რომ იმედები გავუმართლეთ და დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ, კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მივაღწევთ", - განაცხადა თენგიზ კალანდაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

11 საათის წინ

2019 წლის 2 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. საპორტო ქალაქი გდანსკი იქნება რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და...