Uber-ის დამფუძნებელი ტრევის კალანიკი თანამდებობიდან გადადგა

Uber-ის დამფუძნებელი ტრევის კალანიკი თანამდებობიდან გადადგა

ტაქსის შეკვეთის სერვისის, Uber-ის დამფუძნებელმა ტრევის კალანიკმა, აქციონერების მხრიდან ზეწოლის გამო კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.

"Uber-ი მსოფლიოში ყველაფერზე მეტად მიყვარს და ჩემი პირადი ცხოვრების ამ მძიმე მომენტში, ინვესტორების მოთხოვნას, ხელმძღვანელის პოსტის დატოვების შესახებ, დავემორჩილე, რათა კომპანიამ კვლავ შეძლოს იყოს ქმნადი და არ მოცდეს მორიგი ომის გამო", - კალანიკის მიმართვას New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციის თანახმად, იგი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი კვლავ იქნება. ამერიკული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ კალანიკის გადადგომა, Uber-ის ხუთმა მსხვილმა ინვესტორმა ერთდროულად მოითხოვა.

ერთი კვირის წინ, კალანიკმა განაცხადა, რომ შვებულებაში გაურკვეველი დროით გადის, რაც დედამისის სიკვდილით ახსნა, რამაც, როგორც თავად აღნიშნავს, ბევრ რამეზე დააფიქრა.

ბოლო თვეების განმავლობაში კომპანია რიგი სკანდალების გამო დაზიანდა. მას ბრალს სდებდნენ მკაცრ კორპორატიულ კულტურაში, აგრეთვე იყო სასამართლო დავები კომპანია Alphabet-თან, რომელიც Uber-ს საავტომობილო ტექნოლოგიების მოპარვაში სდებდა ბრალს.

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლი აუქციონზე 446 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლი აუქციონზე 446 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა

21 სექტემბერი, 2018

ჰონგ-კონგის აუქციონზე გამოიტანეს არც ისე დიდი სახლი, რომელსაც ოთხი საძინებელი ოთახი აქვს. მისი ღირებულება კი რეკორდული - 446 მილიონი აშშ დოლარია. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. შედარებისთვის, ვილა Les Cedres, რომელიც 188 წლის წინ ააშენეს და რომელიც საფრანგეთის...