მთავარი » ეკონომიკა » კინოპროდუქციის დაზღვევის შესახებ ღონისძიება 20 ივნისს გაიმართება
კინოპროდუქციის დაზღვევის შესახებ ღონისძიება 20 ივნისს გაიმართება
16:05 | 15 ივნისი, 2017

კინოპროდუქციის დაზღვევის შესახებ ღონისძიება 20 ივნისს გაიმართება

20 ივნისს, 15:00სთ-ზე, ქორთიარდ მერიოტის საკონფერენციო დარბაზში, საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის "Circles Group" წარმომადგენელი ენტონი ოსტერი, სადაზღვევო ბროკერის "MAI Georgia" და სახელმწიფო პროგრამის "გადაიღე საქართველოში" მხარდაჭერით კინოპროდიუსერებისათვის გამართავს პრეზენტაციას თემაზე: "კინოპროდუქციის დაზღვევა".  ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს 20 ივნისამდე საშუალება ექნებათ გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია და დაუკავშირდნენ  პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ წარმომადგენელს ქეთევან ჩუხუას ნომერზე: +995 555 749 921 (ელ- ფოსტა: kchukhua@enterprise.gov.ge).

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ იმ შესაძლო რისკებს, რომლის დაზღვევა და ანაზღაურებაც შეიძლება კინოწარმოების დროს. ამასთანავე, მნიშნელოვანია აღინიშნოს, რომ სადაზღვევო ბროკერმა MAI Georgia" და "Circles Group"-მა ერთად უკვე დააზღვიეს ორი კინოპროდუქცია, კერძოდ, ფილმი Landmine Goes Click და სერიალი Paradox. სწორედ აღნიშნული მომსახურების ფარგლებში, გადაღებების მსვლელობისას მომხდარი ორი  ზარალი, სრულად იქნა ანაზღაურებული Circles Group"-ის მიერ.

საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის "Circles Group" მიმართულებაა სპეციალური რისკების დაზღვევა, დაწყებული კინოწარმოება მოსამზადებელი პერიოდიდან ფილმის  მონტაჟამდე, ასევე ღონისძიებებისა და გამოფენების დაზღვევა (კონცერტი, შოუ, გამოფენა, სემინარი და ა.შ.) აღსანიშნავია, რომ "Circles Group" უკვე 20 წელზე მეტია რაც აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობს და დღეისათვის 80-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ამასთანავე, წლევანდელი კანის ფესტივალი და მასზე წარდგენილი რამდენიმე კინოფილმი, სწორედ Circles Group-ის მიერ იყო დაზღვეული.

"MAI Georgia" კი საერთაშორისო სადაზღვევო ბროკერ „MAI CEE“-ს წარმოადგენს და უკვე 10  წელია რაც წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე.

პროგრამა "გადაიღე საქართველოში" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივაა, რომლის განმახორციელებელი უწყებაა სსიპ "აწარმოე საქართველოში". პროგრამა საქართველოში გაწეული ე.წ კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე პროდიუსერებისათვის ანაზღაურებას გულისხმობს და მიზნად ისახავს ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას, საერთაშორისო კინომწარმოებლების მოზიდვას და საქართველოს როგორც, აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღებების ცენტრად ქცევას. აღსანიშნავია, რომ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჯამში განხორციელდა 6 პროექტი, საიდანაც 5 ფილმზე გადაღებები უკვე დასრულებულია, რომელთა   შედეგად საქართველოში ჯამში 7 310 000  მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო ადგილობრივად 650 ადამიანი დასაქმდა. რიგით მე-6 ფილმის გადაღებები კი 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყება, სადაც 50-მდე ადამიანი დასაქმდება.