გიორგი ვაშაძე: უნდა ვისწავლოთ ოცნებისა და რეალობის ერთმანეთისგან გარჩევა

გიორგი ვაშაძე: უნდა ვისწავლოთ ოცნებისა და რეალობის ერთმანეთისგან გარჩევა

"პოლიტიკური პლატფორმა- ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სტუდენტებთან მორიგი შეხვედრა გამართა. პარტიის ლიდერმა, NX- აკადემიის მსმენელებს, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ესაუბრა მათ როლზე, სახელმწიფოს განვითარებისა და მართვის საკითხებში.

"ჩვენ უნდა ვისწავლოთ ოცნებისა და რეალობის ერთმანეთისაგან გარჩევა. 21-ე საუკუნე, სხვა გამოწვევების წინაშე აყენებს ადამიანებსა და სახელმწიფოს. თუმცა, მთავარი პრინციპი, რაც  ყოველთვის უცვლელია, ესაა დაუღალავი ბრძოლა და მიზანდასახულობა, რომელიც  აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე. ჩვენ გვჭირდება მეტი მცოდნე, განათლებული, საკუთარი საქმის პროფესიონალი ადამიანი.

სამწუხაროა, თუმცა რთულია არ დავეთანხმო ქართველი ფილოსოფოსის, მერაბ მამარდაშვილის სიტყვებს, "ისე დავპატარავდით, დავკარგეთ პოლიტიკის შეგრძნების უნარი, აღარ ვიცით როგორ ვიცხოვროთ ახალ გარემოში".

ჩემთვის,  ძლიერი საქართველოს იდეა არ არის მხოლოდ ლამაზი სადღეგრძელო.  ეს არის ფიქრი ქვეყნის მომავალზე. ახალი საქართველო არ არის რომელიმე ძალის, თუნდაც ამერიკის ან ევროკავშირის ინტერესების დაცვა. არამედ ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თანამედროვე სამყაროს სრულუფლებიანი წევრობა.  - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, "პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს" ლიდერი, სტუდენტებთან ყოველკვირეულ რეჟიმში მართავს შეხვედრებს.

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე

14 საათის წინ

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს. "მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე - 100 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად და, ეს რა...