"ჯიპიაი ჰოლდინგმა" 2 დღეში სეტყვით დაზარალებულ 110-ზე მეტ ავტომფლობელს აუნაზღაურა ზარალი

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" 2 დღეში სეტყვით დაზარალებულ 110-ზე მეტ ავტომფლობელს აუნაზღაურა ზარალი

"ჯიპიაი ჰოლდინგის" ავტოდაზღვევის ანაზღაურების სამსახური კვლავ საგანაგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს. გასულ კვირას  სეტყვით გამოწვეული ზარალის შედეგად კომპანიის ქოლ ცენტრში 370-მდე ავტოზარალის განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც  მხოლოდ 2 დღეში 110-ზე მეტ ავტომფლობელს აუნაზღაურდა ზარალი, - აღნიშნული სშესახებ ინფორმაციას "ჯიპიაი ჰოლდინგი" ავრცელებს.

ამ ეტაპზე   მიმდინარეობს ყველა შემთხვევის  განხილვისა და ანაზღაურების პროცესი .  1000 ლარის ფარგლებში დაფიქსირებული ზარალი დაზღვეულებს ადგილზე, სერვისცენტრში უნაზღაურდებათ, დისტანციურად, "GPI Mobile"-ით გაკეთებული განაცხადი კი - 24 საათის განმავლობაში. 

სეტყვის შედეგად ზარალი მიადგათ ფერმერებსაც. ამ დროისთვის  ქოლ ცენტრში 180 აგროზარალის განაცხადია დაფიქსირებული და მიმდინარეობს შეფასების პროცესი.

"ჯიპიაი ჰოლდინგის" ავტოდაზღვევით საქართველოში 10 500-მდე ავტომფლობელი სარგებლობს. 2016 წელს კომპანიის მიერ ანაზღაურებულმა თანხამ  36 მლნ ლარი შეადგინა.

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

22 საათის წინ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული  სამსახური   საქართველოს საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიულ სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი  ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიების მწარმოებელი...