საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის 25 წელი საზეიმოდ აღინიშნება

საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის 25 წელი საზეიმოდ აღინიშნება

17 ივნისს გერმანიის საელჩო და განვითარების სფეროში მოღვაწე გერმანული ორგანიზაციები თბილისის მერიის მხარდაჭერით, ერთად აღნიშნავენ საქართველოსა და გერმანიას შორის განვითარების სფეროში არსებული თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს.
 
13:00 საათიდან 22:00 საათამდე განახლებული აღმაშენებლის გამზირზე სტუმრებს ელით მრავალფეროვანი პროგრამა ცოცხალი მუსიკით, თოქ-შოუებით, წარმოდგენებითა და სხვადასხვა თამაშებით. მონაწილე ორგანიზაციები წარმოდგენილი იქნებიან სპეციალური სტენდებით, სადაც სტუმრებს მათი მუშაობის შესახებ ინფორმაციას გააცნობენ. ბავშვებს ექნებათ ხატვის, სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების შექმნისა და პრიზების მოგების საშუალება.
 
ოფიციალური გახსნითი ნაწილის შემდგომ წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი პროგრამა:
ფორუმ თეატრი World Vision
მე-6 საავტორო სკოლის გუნდი "გეორგიკა" 
ინტერვიუ გერმანიიდან დაბრუნებულ ქართველ ექსპერტებთან (რეინტეგრაციის წარმატებული ისტორიები პროგრამა "მიგრაცია განვითარებისთვის") 
ახალგაზრდა მხატვართა ხელოვნების კონკურსი "საქართველოს მწვანე მომავალი" 
პანელური დისკუსია: "საქართველოს ახალგაზრდობა მომავალს უყურებს" 
მოძრაობის თეატრის წარმოდგენა  "ლაბირინთი" გარემოსდაცვით და ბიომრავალფეროვნების თემაზე. 
ბენდ "Yellow"-ს კონცერტი.  
 
განახლებული აღმაშენებელის გამზირზე მონაწილე ორგანიზაციები წარმოდგენილი იქნებიან სპეციალური სტენდებით, სადაც სტუმრებს მათი მუშაობის შესახებ ინფორმაციას გააცნობენ. ბავშვებს ექნებათ ხატვის, სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების შექმნისა და პრიზების მოგების საშუალება. სტუმრები ასევე შეძლებენ შეღავათიან ფასებში გერმანული კერძების, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების დაგემოვნებას. 
დაიდგმება კარვები, სადაც გერმანული ორგანიზაციები (საელჩო, პოლიტიკური ფონდები, GIZ, KFW და ასე შემდეგ) წარმოადგენენ თავიანთ საქმიანობას საქართველოში. 
 
 კარვებში წარმოდგენილი ორგანიზაციები და დაგეგმილი აქტივობები:
 
  •  კარავი № 1
ორგანიზაციები: გერმანიის საელჩო, KFW-ს ადგილობრივი ოფისი თბილისში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა
პროგრამა: ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მრავალფეროვანი ბეჭდური საინფორმაციო მასალა, პოსტერების გამოფენა, კავკასიური სუკულენტების დარიგება, ვირტუალური მოგზაურობა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალური რეალობის სათვალეებით (დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით).
  •  კარავი № 2
ორგანიზაციები: პოლიტიკური ფონდები - ფრიდრიხ ებერტის ფონდი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი და კონრად ადენაუერის ფონდი; გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV)
პროგრამა: ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მრავალფეროვანი ბეჭდური საინფორმაციო მასალა.
• როგორ განვითარდება მომავალში თბილისის უბანი „პლეხანოვი“ - იგივე „ახალი ტიფლისი“? ფრიდრიხ ებერტის ფონდის, გოეთეს ინსტიტუტისა და „მომავლის ქალაქმგეგმარებელთა რეალური ლაბორატორიის“ ერთობლივ პროექტში გერმანელი და ქართველი ქალაქმგეგმარებლები სტუდენტებთან ერთად შეიმუშავებენ თბილისში „გერმანული უბნის“ მომავალი განვითარების ხედვას, რისთვისაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ადგილობრივ მაცხოვრებელთა ჩართულობა და მათი ინტერესების გათვალისწინება. წარმოდგენილი იქნება პროექტის ნიმუშები და გამვლელებს საშუალება ექნებათ გამოხატონ თავიანთი აზრი. ამასთანავე ბავშვებს მიეცემათ შესაძლებლობა დახატონ თავიანთი ოცნების უბანი.
• Senior Experten Service (SES) წარდგენა: Senior Experten Service (SES) ადგილობრივ ორგანიზაციებს, ასოციაციებს, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს აძლევს თანამშრომლობის შესაძლებლობას გერმანელ სპეციალისტებთან, რომლებიც მზად არიან უსასყიდლოდ გადასცენ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება პარტნიორებს მსოფლიოს მასშტაბით 50-ზე მეტ სფეროში. პროგრამის ფარგლებში ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში განხორციელებული პროექტები და DWV-ს წარმომადგენელი გაუწევს კონსულტაციას ყველა დაინტერესებულ პირს SES-ით სარგებლის მიღების შესახებ.
  •  კარავი № 3
ორგანიზაციები: საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი (GAEN), DVV International, საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (Sparkassenstiftung)
პროგრამა: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „გენდერი იწყება ჩემგან“ საინფორმაციო მაგიდა, ვიქტორინა ადამიანის უფლებების თემაზე და სამახსოვრო პრიზები, DVV International-ის მიერ დაარსებულ ზრდასრულთა განათლების ცენტრებსა და სოციალურ საწარმოებში შექმნილი თექის სათამაშოებისა და სამკაულების გამოფენა-გაყიდვა, ASB საქართველოს პროგრამების გაცნობა, ფრაზების სწავლება ჟესტურ ენაზე ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა საჯარო 203-ე სკოლის მოსწავლეებთან ერთად, გიფებისა და ფოტოების კამერა (ფოტოების ბეჭდვა უფასოდ, 15:00-დან 16:00-მდე).
  •  კარავი № 4
ორგანიზაციები: საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი, World Vision, Deutsche Welle
პროგრამა: საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის ბენეფიციარების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და მასტერკლასი, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ექსპლოატაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის „ეს არ არის ჩემი არჩევანი“ წარდგენა, პრეზენტაცია DW აკადემიის შესახებ, ტესტი ინფორმაციის თავისუფლებაზე, ვიქტორინა მედიის თვითრეგულირებაზე (პარტნიორი: საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია); მასტერკლასი მობილურ რეპორტინგში - ვიდეოს გადაღება და მონტაჟი, ასევე ლაივი საკუთარი სმარტფონით (პარტნიორი: ინფორმაციული ცენტრების ქსელი); ვორკშოპი ყალბი ინფორმაციის გამოვლენაზე - ვიდეოსა და ფოტოსურათების ონლაინ გადამოწმება (პარტნიორი: მედიის განვითარების ფონდი)
  •  კარავი № 5
გერმანული კერძები და სასმელები
 
გერმანიის საელჩო ყველა მონაწილე ორგანიზაციასთან ერთად გულითადად ეპატიჟება სტუმრებს ზეიმზე!
ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

ქალაქ ხონის რამდენიმე ქუჩას 21 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

2 საათის წინ

მიმდინარე წლის 21 სექტემბრის დილის 11:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ქალაქ ხონში კერძოდ, აღმაშენებელს, გურამიშვილს, კაკაბაძეს, ხობუას, ტიციან ტაბიძეს, ჭანტურიას, ახალშენს, დედალაურსა და პატარა კუხს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ...