ლაგოდეხის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია ხორციელდება

ლაგოდეხის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია ხორციელდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაცია" ლაგოდეხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას  ახორციელებს.  

 პროექტის ფარგლებში რკინა-ბეტონით   მოპირკეთდება მაგისტრალური არხის  500 მეტრიანი მონაკვეთი. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოების დასრულების შემდეგ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება წყლით უზრუნველყოფის რეჟიმი.   

 სამუშოები, რომლის ღირებულებაც 100 000 ლარს შეადგენს  2017 წელს   დასრულდება.

2012 წლიდან კახეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო სისტემების 41 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 15 400 ჰექტრამდეა გაზრდილი.

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

ჯიპიაის "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი" და სპეციალური შეთავაზება ღვინის მარნებს

21 ივნისი, 2018

"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სოციალური პროექტი დაიწყო - "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი", რომელიც გასული წლის "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშწყობის პროგრამის"...