"საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება"

"საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება"

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ  "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებთან დაკავშირებით გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, პირდაპირი ინვესტიციები იზრდება ტრანსპორტის, მშენებლობის, კავშირგაბმულობის, ვაჭრობის,  დეველოპმენტის, საფინანსო და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

"რომ ნახოთ  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა  ჩვენი რეგიონის ქვეყნებში,  ყველგან არის კლება,  ერთადერთი ქვეყანა არის საქართველო, სადაც არის ინვესტიციების ზრდა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ  4%-მდე ზრდა არ არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ჩვენი მიზანია გვქონდეს და აუცილებლად გვექნება  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უფრო მეტი ზრდა", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია 3.7%-ით და 403.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგენს. ასევე 3.8-ჯერ გაზრდილია რეინვესტირების მაჩვენებელი, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი კომპონენტია. 2017 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, უძრავი ქონებისა და საფინანსო სექტორებში. ინვესტიციების შემოდინების კუთხით გამოირჩეოდა აზერბაიჯანი, საიდანაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 24% (97 მლნ. აშშ დოლარი) განხორციელდა, თურქეთი - მთლიანი ინვესტიციების 20% (82 მლნ. აშშ დოლარი) და გაერთიანებული სამეფო 20% (80 მლნ. აშშ დოლარი).

"კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ   რომ ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში იყო  კლების ტენდენცია პირდაპირი ინვესტიციების კუთხით. საქართველო რეგიონში არის ერთადერთი ლოკაცია, სადაც  პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

რეგიონში შემცირებული საინვესტიციო აქტივობის ფონზე, ინვესტიციების მაჩვენებლის ზრდა ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის კარგი გარემოა შექმნილი.

მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების პარალელურად მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემდგომი ზრდა, რასაც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობა და თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები. 

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო  აგრძელებს მიზნობრივ საინვესტიციო ჯგუფებთან მუშაობა, რათა ქვეყანა მუდმივად დარჩეს საერთაშორისო ინვესტორების ინტერესთა არეალში.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

15 საათის წინ

2019 წლის 2 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყება. საპორტო ქალაქი გდანსკი იქნება რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და...