პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა I კვარტალში 3.7%-ით გაიზარდა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა I კვარტალში 3.7%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის I კვარტალში 403.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 3.7 პროცენტით მეტია.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა, განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, 2017 წლის I კვარტალში 74.6 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 141.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35.0 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 80.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - საფინანსო სექტორი 79.6 მლნ. აშშ დოლარით.

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება ჩატარდება

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება ჩატარდება

19 ივნისი, 2018

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება, Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018, ჩატარდება. კონფერენციის მიზანია, თითოეულ მონაწილეს კომპლექსურად გააცნოს ქვეყანაში არსებული კრიპტო ინდუსტრიის ეკონომიკური და სამართლებრივი...