თიბისი ბანკი: გაიგეთ რა ღირს უძრავი ქონება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში

თიბისი ბანკი: გაიგეთ რა ღირს უძრავი ქონება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში

თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში მეხუთე პუბლიკაცია გამოქვეყნდა. კვლევისა და ანალიზის გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა: ამჯერად, თბილისის პარალელურად, პუბლიკაცია მოიცავს ბათუმისა და ქუთაისის უძრავი ქონების ბაზრებს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

2017 წლის პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარე­ბით, ქართული უძრავი ქონების ბაზარი 6.1%-ით გაიზარდა და გაყიდვების რაოდენობამ 21 611 ერთეული შეადგინა. პარალელურად, 14.7%-ით გაიზარდა თბილისის უძრავი ქონების ბაზარიც, რომლის წილმა ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქო­ნე­ბის გაყიდ­ვებში 38.7% შეადგინა. დედაქალაქში 2017 წლის პირველ კვარტალში უძრავი ქონების 8 353 გაყიდვა დაფიქ­სირ­და, თვეებს შორის კი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირ­ჩე­ოდა მარ­ტი (3 360 ტრან­ზაქცია).

თბილისის თუ არ ჩავთვლით, 2017 წლის პირველ კვარტალში ქართული უძრავი ქონების ბაზარი მხოლოდ 1.2%-ით გაი­ზარ­­და. ამასთან, ქვეყნის რეგიონებს შორის უძრავი ქო­ნე­ბის გაყიდ­ვებში მაღალი წილით გამოირ­ჩე­ოდა კა­ხეთი (10.7%) და აჭარა (10.2%).

დედაქალაქის რაიონებს შორის უძრავი ქონების ბაზარზე დომინირებდა ვაკე, საბურთალო და სამ­გო­რი, რომელთა წილად ტრანზაქციების თითქმის ნახევარი მოდიოდა. 2017 წლის პირველ კვარ­ტალ­ში ყველაზე მეტი გა­ყი­დვა ვაკეში (1 759 ერთეული, თბილისის გაყიდვების 21.1%) დაფიქსირ­და, მეორე და მესამე ად­გი­ლებს კი, შესაბამისად, საბურთალო (1 585 ერთეული, 19.0%) და სამგორი (819 ერთეული, 9.8%) ინაწილე­ბდნენ.

ქალაქ თბილისში 2017 წლის პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით, უძრავი ქონების მიწოდება (ახალი შენობების რა­ოდენობა) 9.6%-ით გაიზარდა და 194 ერთეული შეადგინა (146 საც­ხოვ­რებელი უძრავი ქონება, 48 კომერციული უძრავი ქონება).

ამავე პერიოდში ახალი შენობების მოცულობა წინა წელთან შედარებით 13.0%-ით შემცირდა და 301.1 ათასი კვ.მ. შეადგინა (193.3 მილიონი კვ.მ. – საცხოვრებელი უძრავი ქონება, 107.8 მილიონი კვ.მ. – კომერციული უძრავი ქონება).

2017 წლის მარტში, წინა წელთან შედა­რე­ბით, საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი  5.1%-ით, ხოლო ქირის ფასის ინდექსი 6.6%-ით შემცირდა. ამასთან, 1 კვ.მ. საცხოვ­რე­ბელი უძ­რავი ქო­­ნების გაყიდვის საშუალო ფასმა 836 აშშ დოლარი, ხოლო ქირის საშუ­ა­ლო ფასმა 6.91 აშშ დო­ლა­რი შეადგინა. 2017 წლის პირველ კვარტალში კვლავ მთაწმინდა რჩებოდა დედაქალაქის ყვე­ლა­ზე ძვირ რაიონად როგორც გაყიდვის სა­შუ­ა­ლო ფასის (1 061 აშშ დოლარი), ისე ქირის საშუალო ფასის (8.61 აშშ დოლარი) მიხედვით; ყველაზე იაფი რაიონი გაყიდვის საშუალო ფასის მიხედვით იყო სამ­გორი (553 აშშ დოლარი), ხოლო ქი­რის ფასის მიხედვით – გლდანი (4.27 აშშ დოლარი).

მარტის თვეში (წინა თვესთან შედარებით) კომერციული ქონების გაყიდვის ფასის ინ­დექსი 4.4%-ით გაიზარდა, იჯარის ფასის ინდექსი კი 8.6%-ით შემცირდა. ამასთან, 1 კვ.მ. კომერციული უძ­რავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 1 010 აშშ დოლარის, ხოლო იჯარის საშუალო ფასი – 9.83 აშშ დო­ლარის დონეზე დაფიქსირდა.

ა.წ. პირველ კვარტალში მხოლოდ 3 ქალაქის (თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის) წილად მო­დიოდა ქვე­­ყანაში უძრავი ქონების გაყიდვების ნახევარზე მეტი. ამავე პერიოდში, საშუალოდ თვეში, თბი­ლის­ში 2 784, ბა­თუმში 606, ხოლო ქუთაისში 230 ერთეული გაყიდვა დაფიქსირდა.

ბათუმში 1 კვ.მ. საცხოვ­რე­ბელი უძ­რავი ქონების გა­ყიდ­ვის საშუალო ფასმა ა.წ. პირველ კვარტალში 720 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2-ჯერ აღემატება ქუთაისის იმავე მაჩვენებელს (354 აშშ დოლარი).

2017 წლის მარტში, წინა თვესთან შედა­რე­ბით, საცხოვრებელი ქონების გაყიდ­ვის ფასის ინ­დექ­სი ბათუმში 12.6%-ით შემცირდა, ხოლო ქუთაისში 11.7%-ით გაი­ზარ­და.

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 7.25 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 7.25 პროცენტზე ტოვებს

13 ივნისი, 2018

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის 13 ივნისს  მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და, არსებული პროგნოზების...