მთავარი » ბიზნესი » იანვარ-აპრილის პერიოდში, საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი კვლავ თურქეთია
იანვარ-აპრილის პერიოდში, საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი კვლავ თურქეთია
13:28 | 7 ივნისი, 2017

იანვარ-აპრილის პერიოდში, საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი კვლავ თურქეთია

2017 წლის იანვარი - აპრილის პერიოდში, საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი კვლავ თურქეთია, თუმცა თურქეთიდან იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირებულია (-8%, 34.6 მლნ აშშ დოლარი) და 376.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. თურქეთიდან ძირითადად იმპორტირებულია სამკურნალო საშუალებები (თურქეთიდან იმპორტის 4.8%), მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან (3.4%) და სანიტარულ-ჰიგიენური ნაწარმი (3.1%).

აღნიშნულ პერიოდში გაზრდილია იმპორტის მოცულობა სხვა უმსხილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნებიდან, აზერბაიჯანიდან 44%-ით (69.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთიდან 7%-ით (13.3 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთიდან 8%-ით (12.6 მლნ. აშშ დოლარი) და გერმანიიდან 25%-ით (28.8 მლნ. აშშ დოლარით).