28 მაისს SPACEHALL-ში XIU XIU-ს კონცერტი გაიმართება

28 მაისს SPACEHALL-ში XIU XIU-ს კონცერტი გაიმართება

ლეგენდარული ამერკელი მუსიკოსისა და მულტიინსტრუმენტალისტის, ჯეიმი სტიუარტის პროექტი XIU XIU 28 მაისს საკონცერტო დარბაზში SPACEHALL კონცერტს გამართავს.

XIU XIU 2001 წელს ჯეიმი სტიუარტმა დააარსა. როგორც თავად ავტორი ამბობს, მის მუსიკაზე გავლენა ყველა იმ უბედურებამ მოახდინა, რაც თავს გადახდენია. ინსპირაციიდან გამომდინარე კი სრულიად ლოგიკურია, რომ კოლექტივის შემოქმედება მძიმე და ტრაგიკული ჟღერადობისაა. 

როკი, ალტერნატივა, ჰაუსი, კლასიკური მუსიკა, ფოლკი, ტექნო, ნოიზი, აზიური პერკუსიები - ეს ის მუსიკალური გავლენებია, რომლებითაც XIU XIU-ს უნიკალური პროდუქტი იქმნება. თავად ჯეიმი კი შთაგონების მთავარ წყაროდ კალიფორნიის პირატულ რადიოებს ასახელებს, საიდანაც ჰაუსს, ფრისტაილსა, თუ ტექნოს მოუსმინა. 

პროფესიით დაწყებითი კლასის მასწავლებლისა და სოციალური მუშაკის, ჯეიმი სტიუარტის შემოქმედება სექსზე, პოლიტიკაზე, სუიციდზე, ძალადობასა და სოციალურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. 

კოლექტივის სახელი 1998 წლის ჯოან ჩენის ფილმიდან მოდის, რომელიც 70-იანი წლების ჩინურ კულტურულ რევოლუციაზე მოგვითხრობს. 

„შიუ შიუმ“ პირველი EP Chapel of the Chimes 2002 წელს გამოუშვა, 2003 წელს სტიუარტის მამის, მუსიკოს მიშელ სტიუარტის სუიციდი ჯეიმისთვის მომდევნო ჩანაწერის, Promise-ის შთაგონების წყარო გახდა. 2004-ში გამოვიდა Fabulous Muscles, რომელმაც დუოს დიდი წარმატება მოუტანა. 

სიდიში La Forêt შესულ ნამუშევრებში აქტიურადაა გამოყენებული მანდოლინა, ჩელო, კლარნეტი. 2013 წელს გამოსული ალბომი Nina ნინა სიმონეს მიუძღვნეს, 2016 წელს კი პროექტი პოპულარობის პიკში აღმოჩნდა - სწორედ ამ წელს გამოუშვეს Plays The Music Of Twin Peaks - დევიდ ლინჩისა და მარკ ფროსტის ლეგენდარული სერიალის TWIN PEAKS-ის ქავერ ალბომი.

2017 წელს XIU XIU-მ დისკი Forget ჩაწერა. 

2010 წელს ჩაწერილი ალბომიდან, Dear God, I Hate Myself  მოყოლებული დღემდე XIU XIU-მ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მუსიკალური გამოცემა Pitchfork კოლექტივს “ანდერგრაუნდის შესანიშნავ ანომალიას” უწოდებს.

„მე უარს ვამბობ ვუსმინო იმ არტისტს, ან ბენდს, რომელიც, როგორც პიროვნება, საშინელია“ - ამბობს ინტერვიუში სტიუარტი და, თუნდაც, ეს ფრაზა საკმარისია, რომ მარტივად მიხვდეთ, რა ღირებულებების მატარებელია თანამედროვეობის ერთერთი ყველაზე ცნობილი  ექსპერიმენტული პროექტის ავტორი.

XIU XIU-სთან ერთად 28 მაისს VAZHMARR-ს, ქართველ არტისტს მოისმენთ,  მუსიკოსისა და პროდიუსერის მუსიკა ემბიენთის, მელოდიური ტექნოსა და სხვადასხვა ჟღერადობის ნაზავია.

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია საუდის არაბეთის კომერციისა და ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

20 იანვარი, 2017

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო...