საქართველოში კიდევ ერთი ახალი ფილმის გადაღებები დაიწყება

საქართველოში კიდევ ერთი ახალი ფილმის გადაღებები დაიწყება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ახალი ფილმის "უარყოფითი რიცხვების" გადაღებები დაიწყება.  მხატვრული ჟანრის ქართულ-ფრანგულ-იტალიურ კოპროდუქციას ქართული საპროდიუსერო კომპანია შპს „მაგნეტ ფილმს“ გადაიღებს. ფილმის სიუჟეტი ნამდვილ ამბავზეა აგებული და ასახავს საქართველოს ეროვნული რაგბის კავშირისა და UNICEFF-ის ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში პატიმრებისთვის ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღების მიზნით, რაგბის ვარჯიშები დაინიშნა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ფილმის გადაღებები სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება და  ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც 40 ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება.

აღსანიშნავია, რომ გადაღებებისთვის საკმაოდ საინტერესო, ფილმის თემატიკასთან დაკავშირებული ლოკაცია - ავჭალის ყოფილი მეათე საპყრობილე (ავჭალის ქ. N17-ში მდებარე 31738.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები), რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ფილმის გადასაღებად უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით გადასცა შპს „მაგნეტ ფილმს".

ეკონომიკის სამინისტროს "გადაიღე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო პრომოკამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, უფრო და უფრო დატვირთული და აქტუალური ხდება, რაც უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაში შესამჩნევად აღინიშნება, რადგან პროექტის ამოქმედებიდან სულ მცირე დროში უკვე რიგით მეექვსე ფილმის გადაღებები განხორციელდება.

თემები:
რუსთაველზე, "სოლიდარობის აქციის" დროს დაკავებულები, დღეს მთავარ პროკურატურასთან იმყოფებოდნენ

რუსთაველზე, "სოლიდარობის აქციის" დროს დაკავებულები, დღეს მთავარ პროკურატურასთან იმყოფებოდნენ

17 ივნისი, 2018

11 ივნისს, ერთ-ერთმა დაკავებულმა, გიორგი ხაბურზანიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: "მივმართავ შსს-ს გენერალურ ინსპექციას, პროკურატურას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ყველა უფლებამოსილ...