რუსეთმა აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში ინვესტირება 15%-ით გაზარდა

რუსეთმა აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში ინვესტირება 15%-ით გაზარდა

რუსეთმა 2017 წლის მარტში, გასული წლის შესაბამისს პერიოდთან შედარებით, აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში (Treasury bills) ინვესტიციები 13,5 მილიარდი დოლარით, 99,8 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. შესაბამისს მონაცემებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. ამგვარად, ერთ თვეში ამერიკის ფასიან ქაღალდებში ჩადებული რუსული ინვესტიციები 15 პროცენტით გაიზრდა.

რუსეთს აშშ-ის ობლიგაციების მფლობელთა შორის მე-15 ადგილი უჭირავს.

აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების უმსხვილესი მფლობელი იაპონია და ჩინეთია. იაპონია 1,12 ტრილიონი დოლარის ფასიან ქაღალდებს ფლობს, ხოლო ჩინეთი - 1,08 ტრილიონი დოლარისას.

მიმდინარე წლის თებერვალში ბლუმბერგმა 2017 წლის მთავარ ეკონომიკურ რისკებს შორის დოლარის გამყარება დაასახელა. აცხადებდნენ, რომ ძლიერ ამერიკულ ვალუტას შეეძლო აშშ-ის ექსპორტიორები დაეზარალებინა და კორპორატიული სექტორის შემოსავლების დინამიკა გაეუარესებინა.